პეიზაჟი მხატვრობაში უძველესი დროიდან არსებობს. ერთი შეხედვით ბუნებრივია, რომ პეიზაჟის დასახატად ადამიანი სწორედ ბუნებაში, გარეთ გავიდეს, მაგრამ XIX საუკუნემდე სურათები ასე არ იქმნებოდა. მხატვრები მათ, როგორც წესი საკუთარ სახელოსნოებში ხატავდნენ. ღია ცის ქვეშ ხატვით განსაკუთრებით იმპრესიონისტები იყვნენ გატაცებულნი. ამ მეთოდს პლანერი ეწოდება.
იმპრესიონიზმი
XIX საუკუნის II ნახევარში საფრანგეთში წარმოშობილი მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები ცდილობდნენ სურათზე აესახათ საკუთარი წამიერი შტაბეჭდილება – ფრანგ. impression; სწორედ აქედან იღებს სათავეს ამ მიმდინარეობის სახელწოდება. იმპრესიონისტები იყვნენ: კლოდ მონე, ოგიუსტ რენუარი, ედგარ დეგა და სხვა.
როგორ დავხატოთ პეიზაჟი ღია ცის ქვეშ
* პეიზაჟის ხატვისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენს გარშემო არსებული უკიდეგანო სივრციდან შეარჩიოთ ის ხედი, რომლსაც გადაიტანთ ქაღალდზე.
* იმისათვის, რომ კარგად შეარჩიოთ ხედი, გამოიყენეთ შავი ან ნებისმიერი მუქი ფერის ჩარჩო.
* ჩარჩოს საშუალებით დააკვირდით თქვენს მიერ შერჩეულ ხედს და გადაწყვიტეთ როგორი ფორმის ფორმატი მოუხდება მას.
* წინა პლანზე საგნები უფრო მკვეთრი ფერებით იხატება უკანა პლანთან შედარებით.
* თუ ცას სურათზე დიდი ადგილი უჭირავს ანუ ჰორიზონტის ხაზი დაბლაა, ამ ხაზთან ცა ღია ფერისაა და ნელ-ნელა სურათის ზედა კიდისკენ მუქდება.