ჩვენ დროს უკვე იშვიათია სადმე წავაწყდეთ CRT-მონიტორს, ესეთი ეგზემპლარი შეიძლება შეგვხვდეს კომპიუტერულ მუზეუმში ან რომელიმე ორგანიზაციაში. LCD-მონიტორი გაცილებით უფრო თხელია, უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოა მხედველობისთვის. თუ როგორ მოვუაროთ მას, წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.
რა დაგვჭირდება?
- სპირტიანი ხსნარი (და არა სპირტი)
- ფლანელის ნაჭერი
- საპნის ხსნარი
დამცავი გარსი
ზოგიერთი თხევადკრისტალური მონიტორის ყიდვისას, ეკრანს აკრავს დამცავი აფსკი. უამრავი მომხმარებელი შეცდომას უშვებს, რომ გსნის ამ დამცავ გარს და მის გარეშე მოიხმარს მონიტორს. თუ თქვენს მონიტორს აკრავს ეს გარსი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაწმენდა უხეში ტილოთიც, როგორც CRT-მონიტორს ვწმენდით. მთავარია გაწმენდისას არ მოვახდინოთ ზედმეტი ძალისხმევა, რაც აზიანებს ეკრანის მატრიცას.
სპირტიანი ხსნარი
გამოხდილ წყალში ჩავასხათ ცოტაოდენი სპირტი (დაახლოებით 15%). ასევე დაგვჭირდება ბოჭკოვანი ნაჭერი (მისი შეძენა შეიძლება ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაში). ხსნარში გავლებული ნაჭრით ფრთხილად გავწმინდოთ მონიტორის ეკრანი. ამგვარი გაწმენდა შეგიძლიათ გამოიყენოთ რამოდენიმე თვეზე ერთხელ. დაიმახსოვრეთ, რომ ყოვლად დაუშვებელია ეკრანის გაწმენდა სპირტით ან სპირტიანი ხელსახოცით.
საპნიანი ხსნარი
გავაკეთოთ საპნის ხსნარი, წყალში გავურიოთ ცოტაოდენი რბილი საპონი. 1 ფლანელის ნაჭერი დავასველოთ ხსნარით და გავწმინდოთ მონიტორი, ხოლო მეორე ნაჭრით, კი გავამშრალოთ მონიტორი. ეს საშუალება კარგად წმენდს ეკრანის მატრიცას ყოველგვარი ლაქებისგან. ასევე ეს ხსნარი უსაფრთხოა მონიტორისთვის.
მზა საშუალებები
კომპიუტერულ მაღაზიაში შეგიძლიათ წააწყდეთ კომპიუტერის მოსავლელ უამრავ საშუალებას, მათ შორის ხელსახოცს, სპრეის, აეროზოლს და ა.შ. ხელსახოცის ყიდვისას დააკვირდით რომ არ იყოს ნაძენძი და არ შეიცავდეს სპირტს. აეროზოლის შერჩევისას დააკვირდით რომ არ შეიცავდეს სპირტს. სპრეი შეარჩიეთ ანტისტატიკით, რაც უზრუნველყოფს ეკრანზე ნაკლები მტვრის დადემას.