როგორ მოვიქცეთ, რომ გვქონდეს გრძელი, ძლიერი ფრჩხილები

ფრჩხილები
Spread the love

თუ გაქვს მოკლე, მტვრევადი, არაჯანსაღი ფრჩხილები და გსურს გამოასწორო ეს პრობლემა, მაშინ ეს სტატია შენთვისაა:

როგორ უნდა მოიქცე, რომ გქონდეს გრძელი, ძლიერი ფრჩხილები?

შეწყვიტე მათი კვნეტა! – საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ძირითადად მას პრობლემად არც მიიჩნევენ. ფრჩხილების კვნეტა მავნე ჩვევაა, მაშასადამე ეს პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს მოგვარებას.

გამოიყენე ფრჩხილის ქლიბი – ეს საშუალებას მოგცემს გაიზარდო ისეთი ფორმის ფრჩხილები, როგორიც გსურს.

გაარკვიე რა ტიპის ფრჩხილები გაქვს – არსებობს ფრჩხილების 5 ტიპი: ნორმალური, მტვრევადი, მშრალი, დაზიანებული, რბილი. თითოეული ტიპი სხვადასხვანაირ მოვლას საჭიროებს:

თუ გაქვთ ნორმალური ტიპის ფრჩხილები ნამდვილად იღბლიანი ხართ!

თუ თქვენი ფრჩხილები მტვრევადია მათ სჭირდებათ დატენიანება. მშრალი ფრჩხილების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი დღეში ორჯერ, წავისვათ ფრჩხილის ზედაპირზე მასაჟის სისტემით.

თუ გაქვთ დაზიანებული ფრჩხილები არ ღირს მათი გაზრდა, ასეთი ტიპის ფრჩხილებს ჰაერივით ესაჭიროებათ დახმარება, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემის შედეგი, რომელიც მოგვარებადია ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში.

რბილი ფრჩხილები ზედმეტადაა დატენიანებული, ამ შემთხვევაში მთავარი დამნაშავე წყალია. ზამთარში რეკომენდირებულია ხელთათმანების ტარება.

მიიღეთ ბევრი წყალი – ეს მოგიგვარებთ სხვა უამრავ პრობლემასაც.

წაისვით რამდენიმე ფენა ფრჩხილის ლაქი – ეს დაეხმარება თქვენს ფრჩხილებს, რომ გამოიყურებოდნენ უფრო ძლიერად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *