არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩაი, იმდენად, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. მართლაც, ჩაის რეგულარულ მიღებას ადამიანის ორგანიზმისთვის უამრავი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ჩაის მრავალი ტიპი არსებობს და თითოეულ მათგანს ძალა შესწევს მოაგვაროს ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
მწვანე ჩაი:
მისი ფოთლები შეიცავენ მაღალი კონცენტრაციის პოლიფენოლს, რომელიც ასოცირებულია კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებასთან. ის გვეხმარება ჭარბი წონისა და ქოლესტერინებისგან გათავისუფლებაში. ამცირებს დიაბეტისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.
მუქი ჩაი:
ხსნის სტრესს, ამშვიდებს აღელვებულ ადამიანს. ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
თეთრი ჩაი:
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი დამხმარე ჯანმრთელობის საკითხში. ის დაკავშირებულია იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან. სპობს ბაქტერიულ ინფექციებს. გამოიყენება კბილის პასტებშიც ღრძილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
როგორც ხედავთ, ჩაის მიღებას უამრავი დადებით მხარე აქვს, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. არსებობს ვარაუდი, რომ დღეში 4 ჭიქაზე მეტი ჩაის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი.