შეუმჩნევლად დადიხართ (სკოლის, უნივერსიტეტის) დერეფანში და ეს დისკომფორტს გიქმნით? გინდათ შეცვალოთ რამე? მაშინ მოემზადეთ გარდაქმნისათვის !
ჩემ მიერ ნაცადი სამი ეტაპის გავლის შემდეგ თქვენ ყურადღების ქვეშ მოექცევით და შესაძლოა ყველასთვის მისაბაძი მაგალით გახდეთ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ თუ კი მოცემულ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ.
პირველ რიგში თქვენი თავი სხვა კუთხით უნდა წარმოაჩინოთ და ამისათვის ძალიან კარგი დროა არდადეგების მერე სკოლაში ან უნივერსიტეტში დაბრუნება. უეცრად სახეშეცვლილი დაბრუნება ყურადღებას მიიპყრობს.
თუ შეცვლა გადაწყვითეთ სტილით უნდა დაიწყოთ. მოიშორეთ თავიდან მიკი მაუსის ზედები და ატარეთ დეკოლტე მიმზიდველი მაისურები, მოეშვით კეტებს და ეცადეთ რამე განსხვავებული ჩაიცვათ თუნდაც მცირე ქუსლი თუ უნუვერსიტეტში დადიხართ არ იქნება რთული ქუსლების მორგება.
ნუ მოგერიდებათ და ატარეთ “ელასტიკები” თუ რა თქმა უნდა სხეული ამში ხელს გიწყობთ. დაიმოკლეთ კაბები და გახდით უფრო სექსუალურები და რაც მთავარია განსხვავებულები. ყურადრების მისაქცევათ ერთ ნაცად ხერხს მიმართეთ ბრჭყვიალები და ხასხასა ფერები ეს ზუსტად ის არის რაც ნამდვილად მიიქცევსს ყურადღებასს.
ნუ ატარებთ სკოლაში უბრალო რვეულებს რომელიც ყველას აქვს ამობეჭდეთ ლამაზი სურათები და დააკარით გარეკანს ან შეგიძლიათ რაიმე შესაფერისი ქსოვილიც გამოიყენოთ. ასევე ეფექტურია განსხვავებული აქსესუარის ჩანთის ან საყურის ტარება რომელიც თქვენს ლუქს უფრო ეფექტურს გახდის პირველი ეტაპი უკვე გავლილია.
მეორე ეტაპი უფრო მნიშვნელოვანია. ხალხთან ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან მეგობრობა და ეთიკის იმ ფარგლების დაცვა რომელსაც არ უნდა გადაბიჯოთ თუ გსურთ საზოგადოების ცენტრში დგომა. ამას შემდეგ სტატიაში გიამბობთ. თუ ეცდებით დამიჯერეთ ყველაფერი გამოგივათ!