როგორ შევარჩიოთ მანქანისათვის ვიდეო რეგისტრატორი

ვიდეო რეგისტრატორი
Spread the love

ვიდეო რეგისტრატორი უფრო მარტივად რომ ვთქვათ ეს არის იგივე ვიდეოკამერე მანქანისათვის. ვიდეო რეგისტრატორი საქართველოში ნაკლებად პოპულარულია და შესაბამისად მძღოლების ძალიან მცირე რაოდენობა თუ იყენებს მას, მაშინ როდესაც საზღვარგარეთ ვიდეო რეგისტრატორი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ზოგიერთ ქვეყანაში, როდესაც მანქანას აზღვევთ სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნაა ვიდეო რეგისტრატორის გამოყენება.

საქართველოში ვიდეო რეგისტრატორების ფართო გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაუყარა საფუძველი, პატრულის ყველა ახალი მანქანა აღჭურვილია ვიდეო რეგისტრატორით, რაც ძალიან უმარტივებს საქმეს პატრულს, რადგან ნებისმიერი საგზაო წესის დარღვევა რომელიც ხდება ვიდეო რეგისტრატორის გადაღების არეალში აღიბეჭდება ფირზე და შესაბამისად პატრულსაც აქვს მტკიცებულება იმისა რომ ამა თუ იმ მოქალაქემ ნამდვილად დაარღვია (ან არ დაარღვია) მოძრაობის წესები.

რაში შეიძლება დაგვჭირდეს ვიდეო რეგისტრატორი?

ავტოსაგზაო შემთხვევისაგან დაზღვეული არავინაა, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ავტომანქანა დაზღვეული გყავდეთ, ასევე არის შემთხვევები როდესაც პატრულს არ ეთანხმებით და ფიქრობთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ არ დაგირღვევიათ საგზაო მოძრაობის წესები, ორივე შემთხვევაში ვიდეო რეგისტრატორი დაგეხმარებათ მტყუან-მართალის გარკვევაში.

სწორედ ამიტომ არის პოპულარული ვიდეო რეგისტრატორი, იგი კომპაქტურად ყენდება შიგნით მანქანაში და აფიქსირებს ყველაფერს, როდესაც მოძრაობთ ან უბრალოდ აპარკირებთ მანქანას (ასევე ვიდეო რეგისტრატორის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ის მანქანაც, რომელმაც შეიძლება მანქანის პარკირების დროს შეიძლება დააზიანოს თქვენი უკვე პარკინგზე მდგომი მანქანა და ისე წავიდეს და გაუჩნარდეს რომ ვინ ჩაიდინა ეს ვერ გაიგოთ ვიდეოკამერის გარეშე, რაც ძალიან ხშირია თბილისში).

გარდა იმისა რომ ვიდეო რეგისტრატორი აფიქსირებს ყველაფერს რაც ხდება თქვენი მანქანის წინ, ასევე ვიდეო რეგისტრატორთა უმრავლესობას გააჩნია მიკროფონი რომელიც იწერს როგორც ვიდეო გამოსახულებას ასევე ხმოვან სიგნალებს (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიკროფონის გათიშვა) და ეს ყველაფერი ინახება ჩიპზე რომელსაც ათავსებთ ვიდეო რეგისტრატორში.

dvr hd

ვიდეო რეგისტრატორის იწონის დაახლოებით 100-400 გრამს, იგი არის ადვილად დასამაგრებელი მანქანაზე, როგორც წესი ვიდეო რეგისტრატორს ამაგრებენ საქარე მინაზე, ასევე შესაძლებელია მისი დამაგრება ე.წ ტორპედოზე. ვიდეო რეგისტრატორის დამაგრების შემდეგ ხდება მისი გასწორება ისე, რომ მოწყობილებამ შეძლოს საუკეთესო კუთხით ვიდეოს ჩაწერა.

ვიდეო რეგისტრატორის კვების წყაროა ელემენტი. ელემენტები არის შემდეგი სახის:

-ლითიუმ იონის ბატარეა, რაც უფრო დიდი მოცულობა ექნება ბატარეას მით უფრო დიდი დროით შეძლებს მოწყობილობის მუშაობას იგი (ოპტიმალური სიმძლავრეა 2000 mAh);

-ცვლადი AA ელემენტები, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მრავალჯერადად თუ გაქვთ შესაბამისი ელემენტი და სატენი, ან მისი დაბალი ფასიდან გამომდინარე შესალებელია ელემენტების ყოველ ჯერზე შეცვლა;

-ნოკიას ტელეფონებთან თავსებადი ელემენტები, ეს ელემენტები ადვილია დასატენად და ფართოდაა გავრცელებული.

როგორც წესი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობისას ელემენტები ძლებს დაახლოებით 3 საათი.

ვიდეო რეგისტრატორს ასევე აქვს დისპლეი, დაახლოებით 2 ინჩიანი  დიაგონალით, რეგისტრატორების უმეტესობას აქვს მბრუნავი დისპლეი, ასევე ვიდო რეგისტრატორს შეიძლება ჰქონდეს დინამიკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაღებულ ვიდეოს უყუროთ და მოისმინოთ ხმაც, ასევე ზოგიერთ ვიდეო რეგისტრატოს აქვს სურათის გადაღების ფუნქციაც.

ვიდეო რეგისტრატორის ჩაწერის ტიპი და ფორმატი

ვიდეო რეგისტრატორს შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო როგორც მუდმივად ასევე ციკლურად.

მუდმივად ჩაწერის რეჟიმი-ამ რეჟიმში რეგისტრატორი იწერს ვიდეოს მუდმივად პაუზების გარეშე მანამდე სანამ ეყოფა სივრცე ჩიპზე.

ციკლურად ჩაწერის რეჟიმი-ამ დროს ირჩევთ წუთებს სურვილისამებრ და რეგისტრატორი ავტომატურად ინახავს ვიდეო რგოლებად ჩაწერილ ვიდეოებს, ხოლო ჩიპის გადავსების შემთხვევაში ძველ ვიდეოებს შლის და მათ ანაცვლებს უახლესი ვიდეოებით.

ჩაწერილ ვიდეოებს რეგისტრატორი ინახავს AVI, MOV ან MP4 ფორმატში. დღესდღეობით ესენია ყველაზე გავრცელებული ფორმატები, რომელთა მხარდაჭერაც თითქმის ყველა პლეიერს აქვს.

ყველაზე კარგ ჩაწერის რეჟიმად ითვლება 30 კადრი წამში. რაც უფრო დაბალ რეჟიმზე დააყენებთ რეგისტრატორს მით უფრო დიდი “წრა” იქნება კადრებს შორის.

დრო და თარიღი ვიდეო რეგისტრატორზე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დროისა და თარიღის დაყენება ვიდეო რეგისტრატორზე. ეს შეიძლება გამოგვადგეს სხვადასხვა ფაქტების აღსადგენად წუთებისა და წამების სიზუსტითაც კი.

ხედვის კუთხე და ვიდეოს რეზოლუცია

მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ხედვის (დაფარვის) კუთხე, რაც უფრო დიდი აქვს ვიდეო რეგისტრატორს დაფარვის კუთხე მით უფრო კარგია და ეს მიუთითებს რომ კამერა იღებს უფრო დიდ ფართობს, მაგრამ ამავე დროს შესაბამისი უნდა იყოს ვიდეოს რეზოლუციაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღებული ვიდეო არ იქნება ხარისხიანი და ვიდეოს ყურებისას შეუმჩნეველი დაგვრჩება მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები. ვიდეოს რეზოლუციის ავ-კარგიანობას განსაზღვრავს მეგაპიქსელები (ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად არსებული წერტილთა რაოდენობა). დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მაღალი ხარისხის იქნება ვიდეო მით უფრო დიდ ადგილს დაიკავებს ის მეხსიერების ბარათზე.

ვიდეო რეგისტრატორი

რეგისტრატორის შიდა და გარე მეხსიერება

რეგისტრატორს შეიძლება ჰქონდეს შიდა მეხსიერება (საშუალოდ 2 GB), მაგრამ რეგისტრატორისათვის ძირითად მეხსიერებას წარმოადგენს დამატებითი ბარათი (ჩიპი), ეს შეიძლება იყოს როგორც SD ბარათი, ასევე micro SD ბარათი, რომელიც უნდა მოათავსოთ შესაბამის სლოტში. ასევე აუცილებლად უნდა გაარკვიოთ მაქსიმუმ რა მეხსიერების მქონე ბარათია რეკომენდირებული თქვენი ვიდეო რეგისტრატორისათვის, ზოგიერთი ვიდეო რეგისტრატორი აქვს ბარათის დაფორმატების ფუნქცია.

აქსესუარები და დამაკავშირებლები ვიდეო რეგისტრატორისათვის

ვიდეო რეგისტრატორს აქსესუარად შეიძლება ჰქონდეს:

-USB კაბელი კომპიუტერთან დასაკავშირებლად;

-HDMI კაბელი ტელევიზორთან დასაკავშირებლად;

-სატენი რომელიც თავსებადია და შესაძლებლობას გვაძლევს რომ მოწყობილობა დავტენოთ მანქანაშივე.

-პულტი, რომელიც დაგეხმარებათ დისტანციურად მართოთ ვიდეო რეგისტრატორი.

-ასევე მეხსიერების ბარათი (ჩიპი) საშუალებას გვაძლევს ადაპტერის მეშვეობით ან მის გარეშე, ბარათზე არსებული ვიდეოები მართივად გადავიტანოთ კომპიუტერში, ვიდეო რეგისტრატორის გარეშე.

პირობები ვიდეო რეგისტრატორისათვის

როგორც ყველა ელექტრონული მოწყობილობა, რეგისტრატორიც უნდა მოარიდოთ ექსტრემალურ ტემპერატურას, თხევად სითხეებს და ასევე ის უნდა გქონდეთ ყოველთვის დატენილ მდგომარეობაში.

ვიდეო რეგისტრატორის მწარმოებლები

ვიდეო რეგისტრატორებს აწარმოებენ: SUPRA, DOD, Texet, Visiondrive, Ritmix და ა.შ. რაც შეეხება ფასებს ვიდეო რეგისტრატორის ფასები იწყება 35-40 ლარიდან, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი კი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *