თეთრი ხიდი-წარსულიდან დღევანდელობამდე

თეთრი ხიდი-წარსულიდან დღევანდელობამდე
Spread the love

ქუთაისი ისტორიული ქალაქის და შედეგად იგი თავს მრავალი ისტორიული ძეგლითა თუ ნაგებობით იწონებს. ერთ ერთი მათგანი თეთრი ხიდია. რუბრიკის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფარგლებში მეგა ტვ სწორედ მისი მშენებლობის ისტორიასა და იმ განავითარების ეტაპების შესახებ მოგიყვებათ რომელებიც მან დღემდე გაიარა
ხიდი თავდაპირველად ხის იყო . იგი ქვის ორ საყრდენზე გადაგებულ ხისავე მოაჯირით და სავალი ნაწილით კოსტრუქციას წარმოადგენდა. მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო და 1852 წელს დასრულდა . პროექტი ინჟინერს ვიტასს ეკუთნოდა და ხიდს მეფე ნიკოლოზის საპატივცემულოდ „ნიკოლოზის ხიდი“ უწოდეს.
ხიდის გახსნაზე ბევრი ლოცვა კურთხევა თქმულა გვაუწყებენ წყაროები. დიდი ხნის დღეგრძელობაც უსურვებით . ზარების რეკვით გაუგებინებიათ ხალხისათის რომ საუკუნის ძეგლი დაიდგა და ქუთათურთა საუკუნო ოცნება ხიდზე უშიშრად ევლოთ სინამდვილედ იქცა სამწუხარდ ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა 1859-1860 წლებში ხიდი მდინარე რიონის აზვირთებულ ნიაღვარს შეეწირა- ამის დამადასტურებელი ფოტო მასალა არქივმა შემოგვინახა –
წყალდიდობის შედეგად მარჯვება სანაპიროს თაღი ჩაინგრა ხოლო დანარჩენი სრულად დეფორმირდა .
ამის შემდეგ მთავრობამ ხიდის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა, რაც დიდ თანხებთა იყო დაკავშიებული . ხიდის აღდგენა კი მთლიანდა ადგილობრვ ბიუჯეტს დააწვა კისერზე შედეგად ქუტაისმა დახმარებისატის ფოთს მიმარტა და მისგან ხიდის აღსადგენად ფული ისესხა.
ხიდი ლონდონში დაამზადეს და ქუტაისში ააწყვეს . მაშინდელი საბაჟოს მონაცემებით იგი 300 ტონას იწწონი და ამისათის ქალაქმა ოქროს 620 ათმანეთიანი გაიღო.
ხიდი ექსპლუატაციაში 1872 წლის შემოდგომაზე შევიდა . ლითონის ფერმებზე აღდგენილი ხიდს თადვადაპირველდ ხის შემდეგ კი ლითონის მოაჯირი ჰქონდა. რომელიც გავცელებული წითელი ფერის ნაცვლად თეთრად შეღებეს. შედეგად მივიღეთ სახელწოდებაც რაც ისტორიულ ხიდს დღემდე უცვლელდ შემორჩა „თეთრი ხიდი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *