“მთავარი სიცოცხლე და ამ ბავშვების ჯანმრთელობაა და არა მათი სიმაღლე!”- გვითხრა 20 წლის ლაზარე ლელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზე საუბრისას. ლაზარეს თავადაც ეს დიაგნოზი აქვს და კარგად იცის, როგორია ამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრება. ამ ვიდეოში ის სწორედ ამაზე გვიყვება. გვიამბობს, რა სირთულეების გადალახვა უწევთ მშობლებს და რამდენად მნიშვნელოვანია, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს დროულად ჰქონდეთ წამალი. მათი მშობლები უკვე წელიწადი და ოთხი თვეა სახელმწიფოსგან აქონდროპლაზიის მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ის ჯანმოს დასკვნას დაელოდება.
ვრცლად აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობის პრობლემის შესახებ: https://www.radiotavisupleba.ge/a/32378930.html