ჯაჭვლიანი – ისეთი რეკლამა გავუკეთე EBRD-ს, წესით, უნდა დამაჯილდოვოს

ჯაჭვლიანი – ისეთი რეკლამა გავუკეთე EBRD-ს, წესით, უნდა დამაჯილდოვოს
Spread the love

რეზონანსული გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი პირველ განმარტებას აკეთებს და EBRD-ისგან, რეკლამირების სანაცვლოდ, ჯილდოსაც კი ითხოვს.

დეპუტატის თქმით, თავის დროზე ეკა ხერხეულიძემ მას დასცინა, როდესაც თქვა, რომ ჯაჭვლიანი ერთ-ერთ საპარლამენტო სხდომას EBRD-ზე ყოფნის გამო არ ესწრებოდა.

დეპუტატის თქმით, ის ფინანსისტი არ არის და შესაბამისად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ვერ დაესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატი ხერხეულიძე ოჯახის დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა. „მე ცოლის ერთგული ვარ და იბიარდზე არ დავდივარ“, -სოსო ჯაჭვლიანის ამ ფრაზას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *