შეარჩიე საწოლი სწორად

საწოლი
Spread the love

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამას არა ერთი მეცნიერი თუ ექიმი ადასტურებს, რომ ადამიანის წარმატებული დღისათვის აუცილებელია ნორმალური ძილის პირობები. ძილის პირობებს კი ბალიში და საწოლი ქმნის. საწოლი ერთ–ერთი ყველაზე რთული შემადგენელი ნაწილია საოჯახო ავეჯისა, რადგან იგი არამხოლოდ ლამაზი არამედ მოხერხებულიც უნდა იყოს, რადგან ყოველ დილით ენერგიით აღსავსემ და კარგად გამოძინებულმა უნდა გაიღვიძოთ (გამონაკლისი ღამეებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუმცა გამონაკლისი ღამეების შემთხვევაშიც კი კარგი საწოლია საჭირო), რაშიც მთავარი როლი საწოლს მიუძღვის.

მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ქარხანაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის და კატეგორიის საწოლს ამზადებს. ამ პოსტში გასწავლით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საწოლი თქვენი ძილის სტილის გათვალისწინებით.მოუსვენარი ძილი:

მოუსვენარი ძილი ნიშნავს, როდესაც ადამიანი ლოგინში წრიალებს, თუმცა მას ამ პროცესის დროს სძინავს. ასეთ ადამიანს არ გამოადგება მაგარი ზედაპირის მქონე საწოლი, რადგან უხეშად რომ ვთქვათ იგი იკლაკნება და რბილი ზედაპირი ესაჭიროება. თუ თქვენ მაგარი საწოლი გაქვთ და ასე იქცევით, არც ესაა პრობლემა. წადით და იყიდეთ საშუალო ზომის რბილი მატრასი და დადეთ საწოლზე.მშვიდი ძილი:

მშვიდი ძილის შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს როგორი საწოლი აქვს ადამიანს, რადგან იგი ღამის განმავლობაში მინიმალურ მოძრაობებს აკეთებს. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ გემოვნების საკითხია თქვენ მაგარი საწოლი გექნებათ თუ რბილი. ბალიშის შერჩევაც ანალოგიური პრინციპით შეგიძლიათ.ხერხემლის პრობლემა:

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აღვიძებს და ძილს უფრთხობს ხერხემალის ტკივილი. ეს გამოწვეულია ცუდ მდგომარეობაში წოლით. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მაგარი ზედაპირის საწოლი, რათა ძვლებმა დაისვენონ და გასწორებულ პოზიციაში იყვნენ. კარგი იქნება თუ ბალიშსაც მაგარს გამოიყენებთ, რადგან ძვლები ამ შემთხვევაში ძირითადად დაფიქსირებული იქნება.ეგზოტიკური ძილი:

ეგზოტიკა ყველას უყვარს, ამას საწოლის მწარმოებლებიც მიხვდნენ დიდი ხნის წინ და გამოუშვეს საწოლები, რომელშიც ასხია წყალი, ან მაგნიტზეა და ჰაერშია გამოკიდებული. რამდენიმე წლის წინ გამოუშვეს მატრასი, რომელიც მასაჟს აკეთებდა. თუმცა არ დაგაბნიოთ და არ მოგატყუოთ ამ ყველაფერმა. სინამდვილეში ასეთი ტიპის საწოლები და მატრასები მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მაგნიტი თავისთავად ვნებს ორგანიზმს და მასზე ძილი ხომ საერთოდ ორგანიზმისათვის საზიანოა. წყლის მატრასი კი ძვლებს მოსვენებას არ აძლევს და მუდმივად გატკიებთ მათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *