როგორც იცით, კომპიუტერმა ბეჭდური გამოსახულების დასანახად უნდა გამოიყენოს ფონტები. არსებობს ნაკრები ფონტებისა, რომლებიც კომპიუტერს აუცილებლად ესაჭიროება რათა წაიკითხოს და ეკრანზე გამოგიტანოთ მაგალითად ქართული, რუსული ან სულაც ინგლისური სიმბოლოები. ამ პოსტში გასწავლით, თუ როგორ უნდა დაყენდეს ფონტები სწრაფად და მარტივად.მიჰყევით ინსტრუქციას:
1. გახსენით Start მენიუ და აირჩიეთ Control Panel-ი;
2. გამოტანილ ფანჯარაში მოძებნეთ საქაღალდე სახელად Fonts;
3. გახსენით აღნიშნული საქაღალდე;
4. ნახავთ, რომ საქაღალდეში მოთავსებულია ფონტები;
5. მონიშნეთ ახალი ფონტები და Copy-ს საშუალებით ჩააკოპირეთ ამ საქაღალდეში;
ფონტების მოძიება უფასოდ შეგიძლიათ www.fonts.ge-ზე.