როგორ გავატაროთ ვალენტინობის დღე?

ვალენტინობა
Spread the love

მოდის ყველაზე რომანტიკული დღე, როდესაც ყველას უნდა გააკეთოს რაიმე რომანტიკული და სასიამოვნო. მორთო დღე სიყვარულით საყვარელი ადამიანისთვის – ეს არის ვალენტინობის დღის საუკეთესო საჩუქარი, მაგრამ როგორ გავაკეთეოთ ეს? როგორ გავატაროთ იდეალურად წმინდა ვალენტინის დღე?

ამ სტატიაში შევეხები შემდეგ საკითხებს: როგორ გავატაროთ ვალენტინობა, სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ წმინდა ვალენტინის დღეს და რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ?

წმინდა ვალენტინის დღე უკვე მრავალი წელია აღინიშნება. არსებობს უამრავი   ტრადიცია და იდეა, თუ როგორ უნდა გავატაროთ ეს დღე.

პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებულები, რომ გინდათ ასიამოვნოთ თქვენს მეორე ნახევარს. მანამ სანამ დაიწყებ ამ დღესასწაულისთვის მომზადებას, უნდა გაიაზროთ, რომ გსურთ დაანახოთ თვენი სიყვარული და მოფერება. მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, თუ როგორ გაატაროთ წმინდა ვალენტინის დღე “სწორად” და მე ვეცდები დაგეხმაროთ ამაში.

იდეები, როგორ გაატარო წმინდა ვალენტინის დღე “სწორად”:

1. ეს დღე ლამაზად უნდა იწყებოდეს, ამიტომ ამ დღეს კაცებს ვურჩევ გაიღვიძონ თავიანთ მეწყვილეებზე ადრე, წავიდნენ იყიდონ ლამაზი თაიგული და გამოსაჩენ ადგილზე მოათავსონ. ასევე შეგიძლიათ იყოთ იდეალური რომანტიკოსი და მიართვათ მას საუზმე საწოლში. ასევე შემიძლია გირჩიოთ ლანგარზე საუზმესთან ერთად მოათავსოთ ერთი ვარდი ან რაიმე ლამაზი ყვავილი. ასევე, არ დაგავიწყდეთ პატარა მისალოცი ბარათი ამ დღესთან დაკავშირებით – ეს რომანტიკულიც იქნება და ლამაზიც. დამიჯერეთ  ასეთი თბილი დილა მას არაჩვეულებრივ გუნებაზე დააყენებს, რაც დღის ბოლომდეც  გაჰყვება.

2. გოგოებს ამ დღეს ვურჩევ იყვნენ კარგი დიასახლისები – მოამზადეთ თქვენი მამაკაცის საყვარელი კერძი. გემრიელი სადილი ამ დღეს უადგილო ნამდვილად არ იქნება. ეს ხასიათს აგიმაღლებთ და მეტ ემოციებს შეგმატებთ. ასევე არ დაგავიწყდეთ დესერტის მომზადებაც.

3. გემრიელი სადილის შემდეგ, რა თქმა უნდა ყველაზე კარგი იქნება თუ სადმე ერთად წახვალთ. ზამთრის ამ დღებში ყველაზე რომანტიკული ადგილებია ტყეებსა და პარკებში. აიღეთ ფოტოაპარატი, მოამარაგეთ ბენზინით ავტომობილი, აკოცეთ საყვარელ ადამიან და გაუდექით გზას! რომანტიკული იდეა იმაშია, რომ ზამთრის პარკში მისულებს ბევრი ლამაზი ადგილი დაგხვდებათ, გადაიღეთ სურათები და გაერთეთ, მაშინ როცა თქვენს ირგვლივ ამდენი თოვლია. თავად ზამთრის ტყის აურა უბიძგებს ხალხს ჩაეხუტნონ ერთმანეთს. ეს ხომ ასეთი ლამაზი და რომანტიკულია, განსაკუთრებით ვალენტინობის დღეს!

4. ვალენტინობის დღის ყველაზე სასიამოვო ნაწილი კი არის საჩუქრის ჩუქება და სიხარულის დანახვა საყვარელი ადამიანის თვალებში. ამ დღეს უკეთესია გოგოებს აჩუქოთ აქსესუარები, ხოლო მამაკეცებს სუნამო ან, რაიმე რაც გაუუმჯობესებს მათ გარეგნობას, მაგალითად საათი ან სხვა რამ.

5. გაიარეთ თქვენს საყვარელ რესტორანში – ეს ის არის, რაც თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ამ დღეს! ჩაიცვით იდეალურად, მიუსხედით ორი ადამიანისთვის გაშლილ მაგიდას და გაატარეთ საღამო თქვენი ურთიერთობის საუკეთესო მომენტების გახსენებაში: როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ გაიცანით ერთმანეთი, რა დაამახსოვრებელი მომენტები გქონდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგონებები თქვენს ხასიათს უკეთეს ნოტაზე გადაიყვანს!

6. ამ დღის ყველაზე მოლოდინით სავსე ნაწილი არის დღესასწაულის დასასრული, როცა თქვენ გაცვალეთ საჩუქრები, გატარეთ მთელი დღე მხიარულად და რომანტიკულად, დააგროვეთ უამრავი დადებითი ემოცია და უკვე შეგიძლიათ აკეთოთ რაც გინდათ, იცეკვოთ სტრიპტიზი, მიიღოთ ერთად შხაპი ან უბრლოდ გახსნათ საყვარელი ღვინო და ერთად დააგემოვნოთ იგი, წყნარი მუსიკის თანხლებით.

აი ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია გირჩიოთ ვალენტინობის დღესთან დაკავშრებით. ამ დღეს, გადადეთ ყველა ის საქმე რაც საყვარელ ადამიანს არ ეხება. ერთი დღით მაინც დაივიწყეთ სამყარო და მთელი დღე და ყურადღბა საყვარელი ადამიანს მიუძღვენით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *