თუ მამაკაცი ამას აკეთებს, თქვენ მისთვის პრიორიტეტი ხართ…

პრიორიტეტები
Spread the love

ყველა ქალს აინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მამაკაცისთვის. შესაძლოა არ დასვან შეკითხვა, თუმცა მასზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გსურთ იცოდეთ, ხართ თუ არა მამაკაცისთვის პრიორიტეტი დააკვირდით აკეთებს თუ არა ამას:

გითმობთ დიდ დროს – დღესდღეობით ადამიანები, როგორ წესი, ძალიან დაკავებულები არიან. თუ ამის მიუხედავად ის თქვენთვის დროის გამოძებნას ყოველთვის ახერხებს, თქვენ მისთვის პრიორიტეტი ხართ.

გაცნობთ ოჯახებს და მეგობრებს – თუ ის ცდილობს წარგადგინოთ ახლობელ ადამიანებთან, მისთვის თქვენთან ურთიერთობა ძალიან ღირებულია.

გიზიარებთ ინტერესებს – მას სურს, რომ ნებისმიერ აქტივობაში თქვენც ჩაგრთოთ.

გიცავთ – ყოველთვის გრძნობთ რომ რთულ სიტუაციაში თქვენს გვერდითაა, გაქვთ მისი იმედი.

იცის თქვენი შესაძლებლობები – როდესაც ხვდება, რომ რაღაც პრობლემის გადაჭრა თავადაც შეგიძლიათ არ ცდილობს ხელის შეშლას.

გაჩვენებთ სიყვარულს – სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქციელი გაცილებით მეტის მთქმელია.

გისმენთ ყურადღებით – შესაძლოა მას სხვა რამის მოსმენა ურჩევნოდეს, მაგრამ თქვენ გისმენთ, რადგან იცის, რომ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია.

პატივს სცემს თქვენს შეხედულებებს – აუცილებელი არ არის თქვენი აზრები ემთხვეოდეს, ყველას აქვს უფლება ფიქრობდეს თავისებურად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *