როგორ შევინარჩუნოთ რომანტიკული ურთიერთობა

შეყვარებულები
Spread the love

ურთიერთობის დაწყებისას, ჩვენ მუდამ გვახარებს და გვახალისებს, ახალი რომანტიკული თავგადასავლები, თუმცაღა გარკვეული დროის შემდეგ თითქოს ეს ყველაფერი ქრება და მხოლოდ მოგონებები გვრჩება. ამიტომ, მუდამ უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ რომანტიკული ურთიერთობა.

ხშირად ამ ურთიერთობის დარღვევა ოჯახის შექმნის შემდეგ წარსულში რჩება. პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ ოჯახი დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. წყივლმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფრის ერთად კეთება მოუწევთ, ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიონ და ერთად მივიდნენ რაიმე გადაწყვეტილებამდე.

ეცადეთ ყოველთვის ერთად განიხილოთ ყველაფერი, ისე გაანდეთ ყოველივე ერთმანეთს, რომ გულში არაფერი არ დაიტოვოთ. მოძებნეთ წყნარი ადგილი და მხოლოდ ორმა ისაუბრეთ. თუ თქვენ გსურთ რომ შეინარჩუნოთ რომატიკული ურთიერთობა, მაშინაც კი როცა ხვდებით რომ ჩხუბი გარდაუვალია, ეცადეთ უბრალოდ წყნარად ისაუბროთ.

რომატიკული საწოლი

ესაუბრეთ პარტნიორს თქვენ გრძნობებზე და ემოციებზე, მიახვედრეთ თუ რამდენს ნიშნავს იგი თქვენთვის, უთხარით რომ გაკლიათ მასთან ყოფნა.  გაიხსენეთ ის დრო სანამ შეუღლდებოდით. ეცადეთ ხშირად შეაქოთ თქვენი მეორე ნახევარი, დააფასეთ ერთმანეთი და მოუწონეთ გადაწყვეტილებები თუ გსურთ რომ სიყვარულით და გაგებით იცხოვროთ.

დაინტერესდით მისი სამსახურით, ჰკითხეთ ისეთი რამ რაც მას აინტერესებს, თქვენი პარტნიორი თქვენგან ინტერესს და სიყვარულს მუდმივად უნდა ხედავდეს. თუ შეძლებთ და ერთად დაიწყებთ ოცნებას, ეს იდეალური იქნება, რომანტიკა ხომ პირველ რიგში ლამაზ ოცნებებთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ხშირად ვითხოვთ რაიმეს, მაგრამ იმას არ ვუფიქრდებით ვიმსახურებთ თუ არა, ჯერ თავად უნდა გადავდგათ ნაბიჯები… თუნდაც უბრალო რაიმე საჩუქარი იყო, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დავანახოთ რომ ის ჩვენთვის ძვირფასია. როდესაც პარტნიორიც სწორედ ასე ფიქრობს მაშინ იდეალურად გრძელდება ურთიერთობა.

ნუ დაფარავთ სურვილებს, ეცადეთ ყოველთვის გათქვათ რაც გულში გაქვთ, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორი ჩვენს ჩანაფიქრს თავად მიხვდება.. ეცადეთ ხშირად ისაუზმოთ ერთად, ნუ დაგეზარებათ შეიქმნათ სასიამოვნო გარემო, ჩართეთ მუსიკა, აანთეთ სანთლები, გააკეთეთ ყველაფერი რაც რომანტიკას უხდება. თუნდაც კვირაში ერთ დღეს თუ დაისახავთ მიზნათ, რომ ის რომანტიკული იქნება და ტრადიციად აქცევთ მერწმუნეთ ბევრად გააძლიერებთ და მრავალ ფეროვანს გახდით თქვენს სიყვარულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *