ორსულობის ნიშნები და სიმპტომები

ორსულობა
Spread the love

დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში წყვილი ინტერესდება იმ შედეგით, რაც შეიძლება ამ აქტს მოჰყვეს. როგორც წესი, დაუცველ სექსის შემდეგ ერთ–ერთი პარტნიორი ორსულად რჩება (XXI საუკუნემდე მდედრობითი სქესის ადამიანს ემუქრებოდა ეს “საფრთხე”, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების და ადამიანის ფანტაზიის განვითარებასთან ერთად დანამდვილებით ვერაფერს იტყვი).

ზოგიერთი წყვილისთვის ეს სასიხარულო ფაქტია, ხოლო ზოგიერთისათვის დამატებითი პრობლემა. ორივე შემთხვევაში წყვილები დაინტერესებულები არიან ამ ამბის იმაზე ადრე გაგებით, ვიდრე ამას კრიტიკული დღეები, ორსულობის ტესტი ან გინეკოლოგი ამცნობთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც დამახასიათებელია (მდედრობითი სქესის) ორსულობის საწყის დღეებში.

ორსულობის ნიშნები ინდივიდუალურია, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მენსტრუალური ციკლის გადაცდენა.

ორსულობის გავრცელებული ნიშნები:

იმპლანტაციის სისხლდენა – იმპლანტაციის სისხლდენა შეიძლება ჩაითვალოს ერთ–ერთი ყველაზე ადრეული სიმპტომად, რომელიც შეიძლება მენსტრუალურ ციკლში აგერიოთ;

მკერდის ტკივილი და შესიება – ეს სიმპტომი იწყება ორსულობიდან 1-2 კვირის შემდეგ, ამ დროს ინდივიდი გრძნობს ცვლილებებს და მკერდზე შეხებისას ტკივილს შეგრძნება მძაფრდება;

დაღლილობა/მოთენთილობა – დაღლილობა და მოთენთილობა ორსულობის ის სიმპტომია, რომლებიც იწყება პირველივე კვირას;

გულისრევა – ეს კარგად ნაცნობი ორსულობის ნიშანი გამოვლინებას პოვებს საწყის 2–8 კვირაში. ძირითადად გულისრევა ხდება დილაობით.

წელის ტკივილი – მცირედი წელის ტკივილებიც შეიძლება აღმოჩნდეს ორსულობის ნიშანი საწყის ეტაპზე.

თავის ტკივილი/თავბრუსხვევა – ჰორმონების უცაბედი ზრდა თქვენს სხეულში იწვევს ხშირ თავის ტკივილს ორსულობის საწყის სტადიაზე.

ხშირი შარდვა – თუ თავს შეატყობთ, რომ უფრო დიდ დროს ატარებთ საპირფარეშოში და გაწუხებთ ხშირი შარდვა, სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ორსულობის დასტური.

კერტების ჩალურჯება – თუ თქვენ ორსულად ხართ, კანი ძუძუს თავების ირგვლივ მიიღებს მუქ შეფერილობას.

საჭმლის შეყვარება ან შეძულება – ორსულთათვის საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია ამა თუ იმ საჭმლის უაზროდ შეყვარება ან შეძულება.

ჩამოთვლილთა გარდა ორსულობის ნიშნები ან სიმპტომები შეიძება იყოს: სქესობრივი ლტოლვის ცვლილება, საჭმლის მონელების დარღვევა, მუდმივად გაღიზიანებული ყოფნა, სუნის გამძაფრებული აღქმა და რა თქმა უნდა, პოზიტიური ორსულობის ტესტი.

ზოგადად ორსულობის საწყისი ნიშნები და სიმპტომები არ არის უნიკალური და ის შეიძლება გავდეს და გამოწვეული იყოს სხვა დაავადებისაგან, რამაც შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. შესაბამისად მხოლოდ ამ სიმპტომების მეშვეობით ვერ დაასკვნით დანამდვილებით ხარ თუ არა ორსულად, მაგრამ ვფიქრობ ეს სტატია გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნიდათ ორსულობის საწყისი ეტაპის შესაძლო სიმპტომებისა თუ ნიშნების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *