პირველი გამადიდებელი ხელსაწყო ლუპა (რომელიც 12-ჯერ ადიდებდა) ძმებმა ჰანსმა და ზაქარია იანსენებმა შექმნეს XVI საუკუნის ბოლოს, 1590 წელს. მიდელბურგში (ჰოლანდია).
სულ რაღაც 10 წლის შემდეგ ჰოლანდიელმა მეცნიერმა ვან ლევენჰუკმა, მისივე დამზადებული გამადიდებელი ხელსაწყოთი (ადიდებდა 250-300-ჯერ) შეისწავლა ბაქტერიების, უამრტივესების, ერითროციტების და სხვა უჯრედების მიკროსკოპული აგებულება.
XVII საუკუნის 60-იან წლებში ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა რობერტ ჰუკმა დაამზადა მიკროსკოპი, რომელიც გამოსახულებას 100-ჯერ ადიდებდა. მანვე მიკროსკოპით 1665 წელს პირველმა აღმოაჩინა და შემოიღო ტერმინი “უჯრედი”.
თანამედროვე სინათლის მიკროსკოპები უფრო სრულყოფილი კონსტრუქციისაა და ადიდებს გამოსახულებას 3500 და მეტჯერ. 1932 წელს შეიქმნა ელექტრონული მიკროსკოპი, რომელიც გამოსახულებას ადიდებს 1000000-ჯერ რამაც საშუალება მოგვცა შეგვესწავლა უჯრედებისა და მათი შემადგენლობის ნატიფი აგებულება. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მათი ჭეშმარიტი ფუნქციის დადგენა.
ამრიგად, დღეისთვის ბიოლოგიაში კვლევებისათვის გამოიყენება სინათლის სხვადასხვა ტიპის მიკროსკოპი, აგრეთვე ელექტრონული მიკროსკოპი.