როგორ დავაღწიოთ თავი უხერხულ სიტუაციას

Spread the love

უხერხული სიტუაცია ჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ რაღაც საქციელით არღვევთ ქცევის ნორმას, რომელიც მიღებულია საზოგადოებაში და თანაც აკეთებთ ამას სრულიად შემთხვევით.ამის შემდეგ თქვენი მიზანია ისევ შეხვიდეთ კონტაქტში რეპუტაციისა და ნერვების მინიმალური დანახარჯით.

1) უხერხული სიტუაციიდან გამოსასვლელი მთავარი წესი იუმორია. უხერხულ სიტუაციას უნდა “დაცინოთ”, შემოაბრუნოთ ისე, რომ თქვენს სასარგებლოდ იმოქმედოს. ხანდახან ძნელია ამისი წარმოდგენა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. თქვენ შემთხვევით ყველას თვალწინ გადაიქციეთ ყავა თეთრ ტანსაცმელზე? უბრალოდ თქვით, რომ ის ისედაც არ მოგწონდათ და არც არავინ შეიმჩნევს და თქვენც აღარ იგრძნობთ თავს უხერხულად.

2) მეორე წესი – არასოდეს გაექცეთ უხერხულ სიტუაციას. მაგალითად, მაღაზიაში სალაროსთან აღმოაჩინეთ, რომ არ გყოფნით ფული შეძენილი ნივთების გადასახდელად. ასევე უთხარით მოლარეს, სთხოვეთ დატოვოს ის ნივთები, რაც უაღრესად გჭირდებათ, ბოდიში მოიხადეთ და უთხარით, რომ ზუსტად ვერ გათვალეთ თანხის რაოდენობა. გადაიხადეთ რაზეც გყოფნით ფული და უხერხული სიტუაციაც დაძლეულია. ან ვთქვათ ქუჩაში მხიარულად მიესალმეთ სრულიად უცხო ადამიანს. ეგრევე არ გაიქცეთ, ბოდიში მოიხადეთ, უთხარით რომ შეცდით და უსურვეთ წარმატებული დღე. ამგვარად არც თქვენ შერცხვებით და სხვასაც აუმაღლებთ განწყობას.

3) არსებობს ისეთი სიტუაციებიც, რომლებიდანაც ვერც იუმორით და ვერც ბოდიშებით გამოხვალთ. ვთქვათ, დაჯექით ახლადშეღებილ სკამზე. ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში სახლამდე ზოლიანი მოგიწევთ მისვლა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ქუჩაში ყველა გამვლელი (რომც იცინოდნენ) გხედავთ თქვენ პირველად და ბოლოჯერ. თქვენ მათ აღარ შეხვდებით, ამიტომ აზრი აღარ აქვს სიდარდეს მომხდარზე.

4) რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ უხერხულ სიტუაციაში ადრეა თუ გვიან ყველა ვარდება (თან არაერთხელ). რომც იწვოდეთ სირცხვილისგან გახსოვდეთ, რომ უახლოეს მომავალში ეს სიტუაცია დავიწყებას მიეცემა. შეიძლება დროდადრო გაგახსენდეთ, მაგრამ ეს არაფერია. თუ გარშემომყოფებს არ ეყოფათ იმისი ზრდილობა, რომ დროულად დაივიწყონ მომხდარი და წარამარა დაიწყებენ ამის შეხსენებას, მაშინ შესაძლოა კოლექტივის შეცვლა მოგიწიოთ, რადგან ეს ნამეტანი “არაადეკვატურია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *