მიღებულია, რომ ნებისმიერი დღესასწაული მთავრდება ყავის სუფრით: ტკბილეულით და ტორტით. ტკბილეულის მრავალსახეობის მიუხედავად სუფრაზე ტორტს ვერაფერი ვერ შეცვლის. სამწუხაროდ, თანამედროვე ქალი საქმიანია და საოჯახო საქმეებს ცოტა დროს უთმობს. როგორ შევარჩიოთ ტორტი საკონდიტრო მაღაზიაში, რომ სუფრაზე სტუმრების გამასპინძლებისას არ შეგვრცხვეს ან კიდე უარესი, სტუმრებს ჩვენთან მირთმეული ტორტის შემდეგ კუჭის პრობლემები არ გაუჩნდეთ.
აუცილებელი შემადგენლობა
ყურადღება უნდა მივაქციოთ არჩეული ტორტის შემადგენელ პროდუქტებს და მათ სიახლეს, რის შესახებაც ინფორმაცია უნდა იყოს ტორტის ყუთზე. უპირველეს ყოვლისა ხარისხიან, ბუნებრივი პროდუქტებით გამომცხვარ ტორტში, არ უნდა იყოს ხელოვნური დანამატები, კონსერვანტები, სხვადასხვა საღებავი ნივთიერებები და ქიმიური კომპონენტები. მათი ამოცნობა ადვილია, რადგან უმრავლესობა E ასოთი აღინიშნება.
ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ ტორტში გამოყენებული იყოს ნაღების კარაქი და არა მცენარეული ცხიმი.
ყურადღება უნდა მივაქციოთ შენახვის ვადას. თუ ტორტის შემადგენლობაში ბევრი ბუნებრივი კომპონენტია, მაშინ მისი შენახვის ვადა მცირე იქნება. ვინც ტორტის შერჩევა სწორად იცის, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ გულსართის შემადგენლობა მოძველებული არ იყოს, თუ კრემიანი ტორტი ახალია მხოლოდ 1.5 დღე. თუ ტორტის შემადგენლობაში სუფლე ან ახალი ხილი შედის მისი შენახვის ვადა 3 დღეა. ვაფლის ტორტის შენახვა შეიძლება 1 თვე. ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მწარმოებლის მონაცემებს, რადგან ხანდახან შენახვის ვადა გაყალბებულია. უპირატესობა იმ მწარმოებლებს მიანიჭეთ, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და მომხმარებლის მოწონებით სარგებლობენ.
ტორტის შესახედაობა
სჯობს ფოლგით შეფუთული ტორტის ყიდვა პლასტიკურ ყუთში შეფუთულს, რადგან პლასტიკური ყუთი ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ ნიადაგს წარმოადგენს.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ტორტის გაფორმებას. ძალიან ხასხასა ფერები ტორტის შემადგენლობაში ქიმიური ნივთიერებების არსებობას მოწმობს. თუ ტორტი მორთულია კრემით მომზადებული მრავალნაირი ფიგურით, ეს ნიშნავს, რომ გამოყენებულია უხარისხო ნაღების კარაქი. ხარისხიან ტორტს მადისაღმძვრელი და მიმზიდველი შეხედულება უნდა ჰქონდეს.