მისი შემადგენლობა სრულად შესწავლილი ჯერ კიდევ არაა. ლანოლინი ადამიანის კანის ცხიმს მაგონებს.

ლანოლინი
Spread the love

ცოტა ხნის წინ სახის ერთი ჯადოსნური ნიღბის რეცეპტის შესახებ მითხრეს, რომლის დამზადებაც
სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ნიღბის შედეგი უკვე პირველივე გამოყენებიდან გაგაოცებთ. ამ
ნიღბის ყველაზე მთავარი ინგრედიენტია ლანოლინი.
ლანოლინის კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოყენებად ცოტა ხნის წინ დაიწყეს, მაგრამ ერთი არც
თუ ნაკლებად ეფექტური დამატენიანებელი ინგრედიენტის რეპუტაცია ჩამოაქვეითა. თუმცა
სინამდვილეში მისი სამკურნალო თვისება უფრო ფართოა. მისი გამოყენების შედეგები კი
ნამდვილად შთაბეჭდილებას ახდენს!

ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც ცხვრის მატყლიდან იწარმოება, ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის
წინ იყო ცნობილი და რომაელები და ბერძნები კოსმეტიკური და თერაპიული მიზნით ფართოდ
იყენებდნენ.
ლანოლინი – თავისი არსით ცხოველური ცვილია, რომელიც ცხვრის მატყლის ტექნოლოგიური
გადამუშავების პროცესში მიიღება. წარმოადგენს ბლანტ და სქელ მასას თავისი დამახასიათებელი
სუნით. სახელი ორი ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს: ლანა (მატყლი) და ოლეუმ (ზეთი),
ამასთან ამ შემთხვევაში ლანოლინის თვისებებს ზუსტად აღწერს

ლანოლინის მოქმედების სფერო განსაცვიფრებელია. პირადად მე, ყველაზე ხშირად ქუსლების და
იდაყვების მშრალი კანისთვის ვიყენებ. ასევე კვირაში ერთხელ ღამით სახეზე ვისვამ, როგორც
სუპერმკვებავ ნიღაბს, რომელიც კანს არა მხოლოდ განუმეორებელ სირბილეს ანიჭებს, არამედ
ყველა ნაოჭს ასწორებს! მაგრამ ეს მისი შესაძლებლობის მხოლოდ მცირე ნაწილია.
“რჩევების” რედაქციამ თქვენთვის ლანოლინის გამოყენების პატარა სია მოამზადა, ასევე ნიღბის
შესანიშნავი რეცეპტი, რომელსაც კანზე სასწაულის მოხდენა შეუძლია. აბსოლუტურად დიდებული
შედეგი!

რისთვის იყენებენ ლანოლინს

  1. კანის გამოსაკვებად და დასატენიანებლად. ლანოლინი განსაკუთრებით ძალიან მშრალი კანის
    შემთხვევაში იქნება ეფექტური.
  1. ლანოლინი ლიპიდურით მდიდარ დამარბილებელი საშუალების კატეგორიას მიეკუთვნება.
    მშრალი კანის გამოვლენის ერთ-ერთი მიზეზია ლიპიდების ნაკლებობა, რომელიც წყალს
    ატარებს. ლანოლინი ამ ხვრელებს ფარავს, კანიდან წყლის დაკარგვას აღმოფხვრის. ამიტომ
    მისი გამოყენება რეკომენდებულია ყველაზე მშრალი კანისთვის, იქნება ეს ქუსლები, იდაყვები
    თუ სახე
  1. შესანიშნავი საშუალებაა დახეთქილი ტუჩებისთვის.
    ლანოლინი ტუჩის ძალიან პოპულარული ბალზამია. მისი ტექსტურა მსუბუქად და თანაბრად
    წასმის საშუალებას იძლევა. ის შესანიშნავად ინარჩუნებს ტენიანობას და მის კვლავ დაზიანებას
    ხელს უშლის, აღადგენს ტუჩების კანის ნორმალურ წყლის ბალანსს.
  1. ლანოლინი თავის კანს და თავად თმას კარგად კვებავს და ატენიანებს. ლანოლინი ყველაზე
    მეტად ხვეული თმისთვის გამოგადგებათ. ის თმებს უფრო მეტ ბრწყინვალებას შემატებს და
    დააცალკევებს ხვეულებს
  1. ლანოლინს ასევე ძუძუთი კვების დროს ძუძუს თავებისთვის იყენებენ. ბევრი სპეციალისტი მას
    გაკაწრული ძუძუს თავების სამკურნალოდ რეკომენდაციას უწევს. ის ტკივილის სინდრომს
    გააყუჩებს, ატენიანებს დელიკატურ კანს და შეხორცებას ხელს უწყობს. ბავშვს არანაირ ზიანს არ
    მიაყენებს. გამოიყენებთ მცირე მოცულობა.

თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ლანოლინი ალერგიულია, განსაკუთრებით თუ ის
კარგად გასუფთავებული არაა. სწორედ ამიტომ მხოლოდ ხარისხიანი მწარმოებლის სუფთა
ლანოლინი შეიძინეთ.

ეს ნიღაბი კანს უფრო ნათელს გახდის და ჭორფლები და სხვა პიგმენტური ლაქები ნაკლებად
შესამჩნევი გახდება. რაც მთავარია ის კარგად იკვებება და სახის კანს აახალგაზრდავებს.
ინგრედიენტი
1 ჩ/კ უწყლო ლანოლინი
2 ს/კ სუფთა წყალი
კიტრი

მომზადება

  1. აიღეთ 1 ჩ/კ უწყლო ლანოლინი, დაუმატეთ 2 ს/კ სუფთა წყალი და დატოვეთ ნარევი იმ
    დრომდე, სანამ ლანოლინი წყალს ბოლომდე არ შეიწოვს.
  2. ამ დროს კიტრი გახეხეთ, შემდეგ 1 ს/კ გახეხილი კიტრის მასა ლანოლინის და წყლის ნარევს
    შეურიეთ.
  3. მიღებული ნიღაბი სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ სასურველია ნიღაბი კიტრის წვენში ან
    რძეში დასველებული ბამბის დისკით მოიშოროთ. შემდეგ დაბანა საჭირო არაა.

სახლის ნიღბები, რომლებიც ლანოლინს შეიცავს, შეიძლება არა მხოლოდ ეფექტური იყოს, არამედ
ფინანსური კუთხით ძალიან მომგებიანი, თუ აფთიაქში გასაყიდ საშუალებებს შევადარებთ.
თუმცა უნდა გააცნობიერო, რომ ყველაზე აუცილებელი ინგრედიენტის შეძენამ ეკონომია შეიძლება
ნულზე დაიყვანოს და თუ პროპორციებიც აგერევათ ასეთი “ჯადოსნური საშუალებისგან” ზიანი
უფრო რეალური იქნება.
ასე რომ, სახლში დამზადებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება მხოლოდ იმ
ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი, ვინც მზადაა მომზადებას საჭირო დრო დაუთმოს.

მოგეწონათ სტატია? უამბეთ ამის შესახებ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში! ასევე ძალიან
ბედნიერი ვიქნები, თუ ლანოლინის გამოყენების თქვენი პრაქტიკის შესახებ კომენტარებში
დაწერთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *