გინდათ გაიუმჯობესოთ კალიგრაფია? აქ არის რამოდენიმე რჩევა რომლის დახმარებითაც თქვენ ამას გააკეთებთ. მანამდე კი გახსოვდეთ, რომ წერის დროს მხარი და კისერი აუცილებლად უნდა გეჭიროთ სწორად, მათ შეცვლას კალიგრაფიის შეცვლაც შეუძლია, (ყველას გვქონია შემთხვევა როცა ჩვენ ნაწერს ვერ ვნობთ, სწორედ ამის გამო) ყოველთვის ეცადეთ ნახოთ სხვისი წერის სტილი, გადაავლეთ თვალი ცნობილი ადამიანის წერილებს და შეეცადოთ წეროთ ყველგან, დაფაზე, კედლებზე, მერხზე.
აუცილებლად უნდა შექმნათ თქვენი საკუთარი სტილი, შეგიძლიათ დახაროთ ასოები ან პირიქით. დაწერეთ ერთი კონკრეტული ასო და შემდეგ ცადოთ დაწეროთ მისი ახალი ფორმა უფრო ლამაზად.
ახალი კალიგრაფიის შესამუშავებლად საჭიროა:
- ფურცელი
- კალამი
- მოთმინება
ახლა კი უშუალოდ რჩევები:
- თუ ვერ შეიცვლით კალიგრაფიას, მაშინ წერეთ შევსებულ ფურცელზე და უყურეთ იმ ნაწერს, ის თქვენთვის მაგალითი უნდა გახდეს.
- ძალიან ხშირად წერეთ ისეთი წინადადება სადაც ყველა ასო–ბგერაა, ეს თავისთავად ჯობია ყველა ასოს ცალ–ცალკე გამოწერას.
- არ იჩქაროთ, წერეთ ნელა, ყურადღება გაამახვილეთ 2 ან 3 ასოზე და მათი დაწერის წინ იფიქრეთ იმაზე თუ როგორი გინდათ რომ ისინი იყვნენ.
- არ არის აუცილებელი ხელზე ძალიან დატანება, წერეთ რბილად, ეს თავისთავად ცვლის წერის სტილს
- აუცილებელია ხელი გედოთ სწორათ, ანუ იგი არ უნდა იყოს ჰაერში, ხელი უნდა იდოს მაგიდაზე, მიუხედავად იმისა გეჩქარებათ თუ არა თქვენ რამის ჩაწერა.
- კალიგრაფიის შეცვლა შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ, მოიტანეთ ფურცელი და გადაწერეთ ყველაფერი რაც ამ სტატიაში წერია.
რა არ უნდა გავაკეთოთ ?
არ უნდა დავაწვეთ კალამს, ასეთი წერის დროს თქვენ უფრო დაძაბული ხართ და კალიგრაფიაც გეხვლებათ. ვწეროთ რამოდენიმე კალმით, 2-3. და არა ბევრი კალმით, რა თქმა უნდა ეს ახალი კალიგრაფიის ჩამოყალიბებამდე