ვიზუალიზაციის ძალა

Spread the love

რითი განხვავდებიან წარმატებული და წარუმატებებლი ადამიანები ერთმანეთიაგან? რა ხდის ადამიანს წარმატებულს?

ერთ-ერთი წესი წარმატების მიღწვისას წარმოადგენს ვიზუალიზაცია. დღეს მსურს, სწორედ, ამაზე ვისაუბრო. ის, არ არის ყველაფერი, რაც სჭირდება სასურველის მიღებას, მაგრამ მის გარეშე წარმატებაც არ ან ვერ იქნება. არ გეყოფათ მოტივაცია, შეგიმცირდებათ შთაგონება,  შეგერყევათ რწმენა… ერთი სიტყვით გჭიდებათ საწვავი, ხოლო წარმოსახვა ამაში დაგეხმარებათ.

„ყველაფერი მე მაქვს თავში“ – ამბობს არნოლდ შვარცნეგერი. 

წარმატებული მაგნატი, უძრავი ქონები ბაზარზე, კინოვარკვლავი, კულტურისტი, 5-ჯერ „მისტერ სამყაროს“ ტიტულით დაჯილდოვებული. მაგრამ, ასე არ იყო ყოველთვის. მას ახსოვს, როცა  არ ჰქონდა არაფერი, გარდა მყარი რწმენისა. მას სწამდა: გონება არი გასაღები, ყველა გეგმის განხორციელებისათვის. „ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა წარმოვიდგენდი თავს ისეთს, როგორიც მინდოდა, რომ გავმხდარიყავი. ჩემს აზრებში და ფიქრებში არსოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ზუსტად ასეთი ვიქნებოდი. სანამ პირველ პრიზს მომანიჭებდნენ „მისტერ სამყარო“-ზე, უკვე მქონდა წარმოდგენილი ამ ტურნირზე მოგება და რომ მთავარი პრიზი იყო ჩემი. ყოველივე, იმდენად მქონდა ეს წარმოდგენილი, ეჭვიც კი არ შემპარვია, რომ ასეც იქნებოდა. იგივე მოხდა ჩემს კარიერაში, კინოში. წარმოვიდგენდი, ხოლმე, თავს ნიჭიერ მასხიობად, რომელიც გამოიმუშავებს უამრავ ფულს. პირდაპირი მნიშვნელობით, ვხედავდი წარმატებას, შევიგრძნობდი მის გემოს.  მაგრამ, ერთი კი იყო, უბრალოდ, არ ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა.“

მუშაობს კი წარმოსახვა? თავს ხომ არ ვიტყუებთ – მეკითხებიან ხოლმე – ეს ხომ რეალურთან ახლოსაც არ არის? იმედგაცრუებული რომ დავრჩე?

„ნებისმიერი აზრი რომელიც წარმოიშვება გონებაში, მყარდება იქ და ადრე თუ გვიან იქონიებს ზევლენას თქვენს ცხოვრებაზე.“ – ამბობს ჯონ კეხო თვის წიგნში „ქვეცნობიერს შეუძლია ყველაფერი“

ჩატარდა შემდეგი სახის ექსპერიმენტი:

ერთერთი საკალთბურთო გუნდი გაყვეს 3 ჯგუფად. თითოეული ჯგუფის მოთამაშის შედეგები განსაზღვრეს და ჩაწერეს. პირველი ჯგუფი, ყოველდღე დადიოდა დარბაზში და ვარჯიშობდა.

მეორე ჯგუფი- საერთოდ არ ვარჯიშობდა.

მესამე ჯგუფი-იყო დაკავებული განსაზღვრული ვარჯიშით: ისისნი არ დადიოდნენ დარბაზში, არამედ რჩებოდნენ თავიანთ ოთახებში და იყვნენ დაკავებულნი წარმოსახვით. თოთქოს იყვნენ დარბაზში და ვარჯიშობდნენ ნახევარი საათით დღეში, ისინი ხედავდნენ საკუთარ თავს, თუ როგორ აგდებდნენ ბურთს კალათში და იმარჯვებდნენ გამანადგურებელი ანგარიშით. ეს „გონებით“ ვარჯიში მიმდინარეობდა ყოველ დღე.

ერთი თვის შემდეგ სამივე ჯგუფი შეამოწმეს ხელახლა. პირველმა შედეგი გააუმჯობესა 24%-ით.

მეორეში – გაუმჯობესება არ იყო.

მესამეში – გაუმჯობესება იყო დაახლოებით იგივე  როგორც რეალური ვარჯიშის დროს.

კიდევ ერთი მაგალითი:

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ლიმონი, კარგად შეეცადეთ შეათვალიეროთ. წარმოიდგინეთ, რომ ხელში გიჭრავთ და გიწევთ მისი ჩაკბეჩა.

გადადით შემდეგ ქმედებაზე: წარმოიდგინე, რომ ჩაკბიჩე. ამ დროს დააკვირდი შენს შეგრძნებებს? კომენტარებში შეგიძლიათ გამიზიაროთ რა იგრძენით… 

ქვეცნობიერისთვის არ ააქვს მნიშვნელობა, თქვენ სინამდვილეში ჩაკბიჩეთ ლიმონი თუ წარმოსახვით. ის მაინც თავის საქმეს აკეთებს – იწყება ნერწყვის ინტენსიურ გამოყოფას, გაგაჟრიალებთ და ა.შ.

მიზნებთან და ოცნებებთან მიმართებაშიც ასე ვიქცევით – წარმოვიდგენთ და შევიგრძნობთ.

ვიზუალიზაცია – აზრობრივი წარმოსახვაა, გათამაშება, მოვლენებში, რომელიც ჯერ არ მომხდარა. საკუთარი თავის ნახვა – იქ, თქვენს შესრულებულ მიზნებთან.ეს არის შემოქმედებითი პროცესი როცა, ადამიანი უკვე წარმოიდგენს, რომ აკეთებს ან ფლობს იმას რისკენაც ისწრაფვის. გრძნობების და განცდების დონეზე წარმოსახვა, მოგვიანებით ქმნის რეალობას.

ოუჩ სესეიებზე მთხოვენ  გავაცნო ტექნიკები, რომლეიც დაეხმარებათ მათ, განავითარონ რწმენა საკუთარ თავში, წარმოსახვის გამოყენებით. (იხილეთ თემა: როგორი ადამიანი ვარ)

გთავაზობთ, ძალიან მარტივ საშუალებას. ამისათვის საჭიროა – თავი წარმოიდგინოთ საკუთარ თვში დარწმუნებულ ადამიანად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ჩადიხართ თამამ საქციელს, თავისუფლად ესაუბრებით სხავადასხვა ადამიანებს.

გაიხსენეთ რთული სიტუაცია, რომელიც გაქვთ სამსახურში და წარმოიდგინეთ ამ სიტუაციაში, როგორ  მოქმედებთ თავისუფლად, გაბედულად და აღწევათ წარმატებას. შეგიძლიათ, ისიც კი წარმოიდგინოთ, თქვენი კოლეგები და მეგობრები როგორ გეუბნებიან კომპლიმენტებს. თქვენ ხართ, ამაყი საკუთარი თავით და კმაყოფილი, რადგან ხართ პიროვნება, როგორზედაც ოცნებობდით, თქვენში მოხდა ცვლილებები.  წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, რომ გქონდეს უკვე ის რაც ასე გინდა.

იფიქრეთ, უფრო მეტად შედეგზე და არა იმაზე, როგორ შეიძლება ამას მიაღწიო. ესეც აუცილებელია, მაგრამ მოგვიანებით, როცა სურათები მკაფიოდ ჩამოგიყალიბდებათ.

ერთის მხრივ, თქვენ იცით და ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჯერ არ არის რეალობა. მაგრამ, მეორე მხრივ, აზრობრივი სურათები რომლებსაც ხატავთ და სისიტემატიურად ფიქრობთ, საფუძველს ჩაუყრის იმ რეალობას, რომელშიც გსურთ ყოფნა. მიზნემადე მისასვლელად, დაგეგმვა და მოქმედებაღა დაგრჩებათ.

გუშინ, კითხვა დამისვეს იმედი არხის დილის სატელევიზიო პროგრამაში: ხდება თუ არა ისე, რომ ადამიანები მხოლოდ ახდენენ სასურველის ვიზულიზაციას და მათ ჰგონიათ, რომ ოცნება თავისით აუხდება?

ხდება ხოლმე ასეც (ამის, პირად მაგალითებიც მაქვს ცხოვრებაში), მაგარამ… ასებობს ერთი მაგრამ… გააჩნია, თქვენ რა გინდათ. არის მიზანი რომლის განხორციელება აბსოლიტუარდ სამყაროს უნდა მიანდო (გაშვების თეორია), მაგრამ მანამდე, ნამდვილად უნდა იცოდე რა გინდა, ფრთხილი და სწორი ფორმულირება სჭირდება მიზანს.

მეორც, არსებობს მიზნები სადაც აუცილებლად „ხელის განძრევა“, გონების დაძაბვა, კონცენტრაცია, თვითდისციპლინა და სხვდასხვა უამრავი წარმატებისთვის საჭირო თვისებები დაგჭირდებათ.

მე ვერ დაგპირდებით, რომ მხოლოდ ვიზულიზაციით თქვენი სურვილები ახდება. მაგრამ გპირდებით, თუ გაერკვევით თქვენს სურვილში და მზად იქნებით მისთვის გაიღოთ, რასაც ის მოითხოვს – მოვლენები და გარემოებები აეწყობა ისე, რომ შესძლებთ თქვენი მიზნები განახორციელოთ.

თქვენი აზრები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. ხოლო, წარმოსახვა არის რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრებაზე.

უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული წარმატების წესებზე და კანონებზე, სემინარების და ტრენინგების რიცხვი კარგა ხანია ამერია, პრაქტიკაში ვიყენებ ამ ყოველივეს, როგორც ჩემთვის, ასევე მათვისაც, რომლებიც კოუჩ-სესიებს გადიან ჩემთან და არ მახსოვს (გარდა იმ ერთეული შემთხვევისა, როცა ადამიანი შუა გზაზე თავს ანებებს მიზნისკენ სვლას), ვინმეს შედეგი არ მიეღოს.

ვიზუალიზაცია წარმატების ერთ-ერთი შემადგენელი ქმედებაა.

ასე, რომ ვიზუალიზაციას აქვს უდიდესი ძალა და მასში არ არის არაფერი ზებუნებრივი. ის, ეფუძვნება ადამიანში არსებულ, შიდა მექანიზმების მუშაობას და იმ ენერგიას, რომელიც შეგიძლია მართო შემოქმედებითად.

მადლობთ, რომ დარჩით ბოლომდე!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *