მთელ მსოფლიოში უამრავი ხალხისთვის მარილი სისუფთავისა და წესრიგის სიმბოლოა. გასაკვირი არაა, რომ იგი ფიგურირებს თერაპიაშიც. მარილს ოდითგანვე იყენებდნენ სულისა და სხეულის გამწმენდი პროცედურებისთვის. მისი მთავარი უპირატესობა კი – ძლიერი დადებითი მუხტია, რომელსაც ის შეიცავს.
არსებობს ცრურწმენა, რომ მარილის დაყრა არ შეიძლება, ეს კარგის მომსწავებელი არაა. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, იგი მეტად მოძველებულია. ზღურბლზე მობნეული ცოტაოდენი მარილი დაიცავს სახლს ჭიანწველების, რწყილებისა და სხვა მწერებისგან. ასევე მარილი განდევნის ბოროტ სულებს და დაიცავს ამ ოჯახის წევრებს ჯადოსგან.
იმისათვის, რომ სინესტისგან დაიცვათ ბურღულეული და სანელებლები, კარადის კუთხეებში მოათავსეთ პატარა მარილიანი კონტეინერები. ასევე იგი დაგეხმარებათ რეცხვისას. სარეცხ მანქანაში ჩაყარეთ მწიკვი მარილი და თქვენი ტანსაცმელი არასდროს შედგება.
მარილით წმენდა
რა თქმა უნდა, მარილი – ძალიან პრაქტიკული ნივთიერებაა. იგი აკრიალებს ვერცხლს, სპილენძს, თითბერს. რაც ყველაზე მთავარია, მარილს ძალუძს თქვენი სულის გაწმენდა ნეგატივისა და დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.
ამ ნივთიერებას შეუძლია წამებში მიიზიდოს და შთანთქას ნეგატიური ენერგია. ამიტომ გთავაზობთ, ნუ დაკარგავთ დროს და დაიწყეთ სარელაქსაციო პროცედურა. ეგენრგიის გაწმენდა ხომ პერიოდულად ყველას გვჭირდება.
გამწმენდი თერაპიისთვის თქვენ დაგჭირდებათ თასი, რაშიც შეძლებთ ორივე ფეხით თავისულფლად დგომას და ასევე ერთი პაკეტი ქვის მარილი. მიყევით მარტივ ინსტრუქციას, რათა მიაღწიოთ ჰარმონიას.
მარილით განწმენდის რიტუალი
- მოახდინეთ საკუთარი თავის იზოლირება ხმაურის, ადამნიანებისა და სხვა ყურადღების გასაფანტი ფაქტორებისგან. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ოთახში, ისე სუფთა ჰაერზე.
- ჩაყარეთ ბლომად მარილი თასში. არ დაინანოთ!
- შედეგით შიშველი ფეხებით მარილზე და მოდუნდით.
- გონებით ჩაუშვით ფეხებში ყველა ნეგატიური ფიქრი, შთაბეჭდილება და განცდა, წარმოიდგინეთ როგორ გადადის მარილში ყველაფერი ცუდი. არ მოგერიდოთ იმოძრაოთ, ეს უკეთესიცაა. რაც უფრო მეტ ენერგიას გასცემთ, მით უკეთ ჩატარდება გაწმენდის პროცესი. შეგიძლიათ იხტუნაოთ, იბზრიალოთ, გათელოთ მარილი ფეხებით, თან წაიღიღინოთ ან წარმოთქვათ: “მე ვთავისუფლდები ცუდი განწყობისგან” ან “მშვიდობით, წარუმატებლობავ!”
- როდესაც იგრძნობთ, რომ ნეგატივი გაგშორდათ, გაიწმინდეთ ტერფები და ცოტა ხანს შეყოვნდით, სანამ განწმენდის ბოლო ეტაპზე გადახვალთ.
- დარჩენილი მარილი მოაგროვეთ პაკეტში და ჩარეცხეთ ნიჟარაში, უნიტაზში ან დამარხეთ. ამგვარად მარილი განიწმინდება თავადაც წყლისა და მიწის საშუალებით. არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ მას.
მარილის განმწმენდი თერაპიის უფრო დაწვრილებით გასაცნობად, უყურეთ ვიდეოს. ნამდვილი ცხოვრება ეხლა, ამ წუთიდან იწყება. თუ გულწრფელად ვიწამებთ მარილის რიტუალის ძალას, მაშინ სასწაულიც მოხდება. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ის, რაზეც ადრე მხოლოდ იოცნებებდით!