უძილობის ძირითადი მიზეზები არის გადაღლა, სტრესი ძირითადად ტვინობრივი გადაღლა. ექიმების აზრით ეს არის ყველაზე ხშირი უძილობის მიზეზი. მთელი დღე კომპიუტერთან ყოფნა, თვალების წინ გიდგათ უამრავი გრაფიკი და სისტემა, გაუგებრობა კოლეგებთან, ჩხუბი ტრანსპორტში. სახლში კი ცოლი პრეტენზიებით, ბავშვმა ორიანი მიიღო, ტელევიზორში კრიმინალური ქრონიკა. თქვენ წვებით ლოგინში და გახსედებათ მეორე დღის შეხვედრა და რა თქმა უნდა ფიზიკური გადაღლაც, როდესაც თქვენ ყველა კუნთი გტკივათ ძილიც არ გერევათ. ხალხი, რომლებიც ხშირ სტრესს განიცდის აწუხებთ უძილობა, აგრეთვე შესაძლებელია უკუეფექტი ანუ დღის უმეტესი ნაწილის ძილში გატარება.
საფეხურები:
რა გავაკეთოთ? შეიძლება დავლიოთ ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებები. კარგად დაძინებაში აგრეთვე დაგეხმარებათ თბილი რძე ან თაფლიანი წყალი. ყველაზე კარგია ფიზიკური დატვირთვა ზომის ფარგლებში, მაგალითად ნახევარი საათით სეირნობა.
ავადმყოფობები: უძილობა შეიძლება, როგორც სურდომ ასევე ასთმამ გამოიწვიოს, ხვრინვიდან ეპილეფსიამდე.ზოგმა წამალმა შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. ძირითად, ანტიალერგიული, ჰორმონალური, ტკივილგამაყუჩებელი, ხველის საწინააღმდეგო.როგორ მოვიქცეთ? მოუყევით ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. იგი შეცვლის დოზირებას, ან პრეპარატს ან საერთოდ აგიკრძალავთ წამალს, რომელსაც სვამთ.
უბრალოდ არ გინდათ ძილი ხალხს სხვადასხვანაირი მოთხვნილება აქვს ძილში. ძოგი 6 საათში გამოიძინებს,ზოგს კი 9 საათიც არ ჰყოფნის. ზოგჯერ ხალხი აძალებს საკუთარ თავს, რომ ბევრი იძინონ და ადრე წვებიან, მაგრამ ძილის ნაცვლად ერთი მხრიდან მეორეზე წრიალებენ. ხშირ შემთხვევაში ესეთი რამ მოხუცებში ჭარბობს, რადგან ასაკთან ერთად ძილის მოთხოვნილება იკლებს. ადამიანს კი სურს ძველი ცხოვრებისეული რითმით იცხოვროს. დაწექით დასაძინებლად მაშინ როდესავ ძილი მართლა გინდათ.
კარგად რომ დავიძინოთძილის წინ არ დალიოთ ბევრი სითხე. ყველაზე მეტად კი იმ სასმელს ერიდეთ, რომელიც კოფეინს შეიცავს.გამოიყენეთ ლოგინი მხოლოდ ძილისთვის და სექსისთვის. ამ შემთხვევაში საწოლი იმ ასოციაციას გამოიწვევს რისთვისაც არის განკუთვნილი. არ გააკეთოთ ეკონომია ლოგინზე და იმ ატრიბუტებზე. 20 % უძილობას იწვევს არასწორად შერჩეული ლოგინი თავისი ატრიბუტებით, მაგალითად მჩხვლეტავი საბანი. თუ ნახევარ საათზე მეტს ვერ იძინებთ. გადით სხვა ოთახში, რამე მშვიდი საქმით დაკავდით, როცა იგრძნობთ, რომ ძილი გერევათ ლოგინში დაბრუნდით. არ დაიძინოთ შუქის ქვეშ.
დაძინებაში დაგეხმარებათ მშვიდი და მონოტონური სიმღერები. შეგიძლიათ ჩართოთ მშვიდი მუსიკა დაბალ ხმაზე. ქალები ხშირად სპორტული ტრანსლიაცების დროს იძინებენ. არ დალიოთ ძილის წამალი. უძილობის საწინააღმდეგო წამლის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. აგრეთვე თითქმის ყველა საძილე საშუალება იწვევს შეჩვევას, მათ გარეშე თქვენ უბრალოდ ვეღარ შეძლებთ დაძინებას. აგრეთვე დილით ადამიანი თავს ნახევარი დღე შეუძლოდ და უძილოდ გრძნობს. დალიეთ ძილის წამალი მხოლოდ ექიმის დანიშვნის შემდეგ და თუ ყველა სხვა საშუალება ვერაფრით გშველით.