Dual Boot იცით ალბათ რაც არის. ვინც არ იცის მათთვის მარტივად ავხსნი – Dual Boot იმას ნიშნავს, რომ ერთ კომპიუტერზე ორი სხვადასხვა ოპერაციული სისტემა გიყენიათ და თქვენი სურვილის მიხედვით ირჩევთ, თუ რომელი გსურთ, რომ ჩაიტვირთოს. ამ სტატიაში გასწავლით Windows-ზე Linux-ის დაყენებას მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ორი სისტემის დაყენების ინსტრუქცია:
1. გადმოწერეთ ინსტალატორი აქედან: https://ubuntu.com/download/desktop
Installation Drive– აქ მიუთითეთ, თუ რომელ დისკზე გსურთ ჩაწერა;
Instalation Size – აქ აირჩიეთ, თუ რამდენ GB-ს გამოუყობთ სისტემას;
Desktop Environment – აქ აირჩიეთ სისტემის სტილი;
Language – აირჩიეთ ენა;
Ussername/Password – აირჩიეთ სახელი და პაროლი;
2. დააჭირეთ Install ღილაკს.
სისტემა ავტომატურად გადმოიწერება და დაყენდება. გადატვირთვის შემდეგ გაჩნდება მენიუ, საიდანაც აირჩევთ Windows გსურთ ჩაიტვირთოს თუ Linux.