ამ სტატიაში მოგცემთ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ მოატყუოთ მადა და ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მიირთვათ, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნლი პრობლემები.
ყოველი სადილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. საუბარია სუფთა ონკანის წყალზე, ყოველგვარი დამატებების გარეშე.
საჭმელად გამოიყენეთ პატარა თეფში. პატარა ზომის ჭურჭელი ზოგადად ყოველთვის სავსე გვეჩვენება.
სუფრაზე მიღებულია ყველაფრის ჭამა და ეს ერთგვარი პატივისცემის გამოხატულების ნიშანიც არის დიასახლისის მიმართ, თუმცა სჯობს პატივისცემა სხვანაირად გამოვხატოთ. გადახედეთ სუფრას და ის გადაიღეთ, რაც ნამდვილად გინდათ.
საკვების მიღება უმჯობესია დავიწყოთ ხილით. ხილი არამარტო გაგვინელებს შიმშილის გრძნობას, არამედ ხელს შეუწყობს საკვების გადამუშავებას (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ანანასს, იგი ხელს უწყობს ცხიმის დაშლას).
პური პროდუქტია, რომელსაც ყველაზე ხშირად მივირთმევთ, ამიტომ ჯობია იგი სწორად შეირჩეს: ჭვავის პური მართალია ცოტათი უგემურია,თუმცა იგი ბევრად სასარგებლოა, ამიტომ გირჩევთ ასეთი პურის ჭამას შეეჩვიოთ.
გარნირის მაგივრად უმჯობესია არჩევანი ფხალეულზე გავაკეთოთ: ისინი უამრავ სასარგებლო ნივთირებებს შეიცავენ, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმს განვითარებაში.
სტატია უფრო სასარგებლო, რომ გახდეს იგი მინდა დავასრულო ერთი საინტერესო ფაქტით, რომელიც ალბათ ბევრმა იცის, თუმცა არ ითვალისწინებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანი დანაყრდა 20 წუთის შემდეგ მიდის ტვინამდე. ანუ, თუ ჩვენ ზომიერად მივირთმევთ შიმშილის გრძნობა კიდევ 20 წუთი გვექნება, ამიტომ უმჯობესია სუფრა შიმშილის გრძნობით დატოვოთ, რათა ინფორმაციას ტვინამდე მისვლის დრო მისცეთ.