როგორ შევინარჩუნოდ ჯანმრთელობა და მოხდენილი სხეული?

Spread the love

მუდამ ჯანმრთელობაზე, კალორიებსა და ფიგურაზე ფიქრობთ. საუზმეზე-ხილს, სადილზე-სალათს, ვახშამზე ორთქლზე მოხრშულ ბოსტნეულს შეექცევით? ფქვილისა და ტკბილეულის ნაწარმზე საერთოდ უარს ამბობთ და კვირაში სულ მცირე 3-ჯერ სპორტით ხართ დაკავებული?

თეორიულად მშვენივრად უნდა გამოიყურებოდეთ, მაგრამ სინამდვლეში, მალე იღლებით და უბრალოდ, ძალა არ გყოფნით.

მიზეზი ისაა, რომ საუკეთესო წესით არ იკვბებით. რა თქმა უნდა მეტად საჭიროა ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეულითა და ხილით კვება, მაგრამ ისინი დღიური რაციონის მხოლოდ 60% უნდა შეადგენდეს. თუ ეს თანაფარდობა ძლიერ დარღვეულია, გამოდის, რომ ორგანიზმს ,,საწვავს” აკლებთ.

მოქმედების გეგმა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

1. რეგულარულად ჭამეთ ცილების შემცველი პროდუქტები. ის აუცილებელია ენერგიით მომარაგებისათვის, საჭმლის მონელებისათვის, კანის განახლებისა და ჰორმონალირი ბალანსისათვის;

2. ცხიმებზე უარს ნუ იტყვით. დიეტოლოგთა უკანასკნელი გამოკვლევებით, ყოველდღიური რაციონის ერთი მესამდი ცხიმების შემცველი პროდუქტებისაგან უნდა შედგებოდეს. უჯერ ცხიმებს შეიცავს, თევზი, ზეითუნის ზეთი, კაკალი და ავოკადო. ესენი სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგიის წყაროა; გარდა ამის ორგანიზმს A,D,E ვიტამინების ათვისებაში ეხმარება. თუ ორგანიზმს ცხიმები აკლია შრომის უნარიანობა ქვეითდება და კანი შრება, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ ავიტამინოზის გაჩენის საფრთხე იქმნება;

3. ვარჯიშის დაწყებამდე დიდიხნით ადრე ჭამეთ. თუ წვრთნის დაწყებამდე ორგანიზმს არ მისცემთ საკმარის დროს, რომ საჭმელი დაამუშაოს, მალე დაიღლებით. შეიძლება თავბრუ დაგეხვეთ და გულისრევის შეტევაც დაგეწყოთ. ბევრი სასარგებლო ნივთიერება, უბრალოდ არ შეითვისება და ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი დაბალი იქნება. საკვების ნორმალური გადამუშავებისათვის დროა საჭირო. მაგალითად სადილს 3-4 საათი ესაჭიროება, მსუბუქ ლანჩს 2-3 საათი, ერთ წვნიან თეფშს საათნახევარი, ხოლო ხილზე ნახევარ საათზე მეტი არ იხარჯება;

4. მიიღეთ რკინის შემცველი პრეპარატები, რეკომენდირებული დღიური ნორმაა 12-მგ. მას მიიღებთ რუხი პურიდან, ხორციდან, კვერცხიდან, ოსპიდან და ღვიძლიდან ან რკინის შემცველი სპეციალური საკვები დანამატები დალიეთ;

5. ჭამით ისიამოვნეთ. აუცილებლად ჭამეთ ის რაც გიყვართ და არა მხოლოდ ის რაც არ ასუქებს. მაშინ მთლიანი ტორტის შეჭმის სურვილი იშვიათად გეწვევათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *