საჭირო პროდუქტებია:
- არაჟანი ან კვერცხი – ზემოდან გადასასმელად
- 50 გრამი კარაქი
- 50 გრამი ტარხუნა
- 1 კილო ცომი
- 500 გრამი საშუალოდ მარილიანი ყველი
ასევე მოიმარაგეთ კვერცხი ან არაჟანი ზემოდან წასასმელად
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:
გახეხეთ ყველი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ტარხუნას ფოთლები. ამ მასალას შეურიეთ დაჭრილი რბილი კარაქი და აურიეთ. პარალელურად გაამზადეთ ცხიმწასმული ღუმელის ფორმა და ჩადეთ მასში გაბრტყელებული ცომი, შემდეგ კი მასზე გაანაწილეთ მომზადებული შიგთავსი. ამის შემდეგ აღნიშნული ზედაპირი დაფარეთ ზემოდან ცომის მეორე ფენით და კარგად შემოუკეცეთ გვერდები. არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლეტა. თავზე გადაუსვით კვერცხი ან არაჟანი და შემდეგ გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.