მარტივი მოსამზადებელი ესკალივადა წიწაკით: რაც უფრო დიდხანს დააყენებთ, მით უფრო გემრიელია

ესკალივადა
Spread the love

ესპანურმა კერძმა ესკალივადამ სახელწოდება ზმნიდან escalivar (შეწვა ნახშირზე) მიიღო. აქ
მთავარ როლს სწორედ მომზადების წესი თამაშობს, რადგან ესკალივადას კერძი შეიძლება
ნებისმიერი გამომცხვარი ბოსტნეული იყოს. კლასიკური ნაკრები – ესაა დიდი წითელი წიწაკები
(აუცილებელია), ბადრიჯანი, ხახვი, ზოგჯერ კარტოფილი.

კატალონიური სამზარეულოს ამ კერძის მოსამზადებლად კოცონის დანთება აუცილებელი არაა.
ჩვეულებრივ ღუმელშიც ძალიან გემრიელი გამოვა. “რჩევების” რედაქცია ბულგარული წიწაკის
წასახემსებელ სალათას გთავაზობთ. აუცილებლად მოაყარეთ ბეგქონდარა, ნიორი და ზეითუნის
ზეთი გულუხვად დაასხით!
ინგრედიენტები
6 ცალი ბულგარული წიწაკა
ბეგქონდარა (გემოვნებით)
შავი წიწაკა (გემოვნებით)
6 კბ. ნიორი
მარილი (გემოვნებით)
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:

  1. ბულგარული წიწაკა საცხობ დაფაზე დადეთ, დაასხით ზეითუნის ზეთი და 180 გრადუსზე
    გააცხელეთ, სანამ არ დარბილდება (დაახლოებით 30 წუთი).
  1. გადმოიტანეთ თასზე, დააფარეთ თავსახური და 10 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ, კანი
    მოაშორეთ და გული ამოიღეთ. წვენი, რომელიც ამ დროს გამოიყოფა, უნდა შეინახოთ.
  1. წიწაკა დაჭერით წვრილ ზოლებად და წვენით სავსე თასში მოათავსეთ. დაუმატეთ დაჭრილი
    ნიორი და ბეგქონდარა. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაასხით დარჩენილი ზეთი და აურიეთ.
    კერძი მაცივარში მინიმუმ 2 საათით მოათავსეთ.

გამოიტანეთ როგორც პურთან წასახემსებელი ან როგორც გარნირი ყველა კერძთან. მაცივარში
კარგად ინახება ერთი კვირით, მაგრამ მისი ამდენხანს შენახვა და არ ჭამა – რაღაც არარეალურია.
მეგობრები რეცეპტს დააფასებენ, გაუზიარეთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *