როგორ გავაკეთოთ დაბალკალორიული და გემრიელი მარწყვის სასმელი?

მარწყვის სასმელი
Spread the love

ზაფხულის მოსვლასთან ერთად თითქმის ყველა მანდილოსანი ოცნებობს დაიკლოს რამოდენიმე კილოგრამი. დიეტის პერიოდში ყოველთვის გვსურს რაიმე გემრიელის დაგემოვნება. სინამდვილეში, რომ გახდეთ და ამავდროულად უარი არ თქვათ რაიმე გემრიელზე – ძალიან მარტივია!

რა დაგვჭირდება?

  • ბანანი – 1 ცალი
  • მარწყვი – 100 გრ.
  • კეფირი – 300 მლ.
  • შაქრის შემცვლელი (სახარინი)
  • ბლენდერი

ასევე გემრიელი გამოდის ბანანი+კივი ან ბანანი+ანანასი. თუმცა ბანანი გაცილებით კალორიულია, საერთო ჯამში დამზადებულ პროდუქტში იქნება 100 კკალ., რაც ძალიან ცოტაა.

პირველი ნაბიჯი:

ავიღოთ რაიმე სათავსი, გავფრცხვნათ ბანანი და დავჭრათ. სათავსში ჭავყაროთ დაჭრილი ბანანი და მარწყვი (სურვილისამებრ კივი ან ანანასი).

მეორე ნაბიჯი:

ამ ყველაფერს დავასხათ კეფირი.

მესამე ნაბიჯი:

ეხლა გავერკვიოთ შაქრის შემცვლელში. ვინაიდან იგი ცივ წყალში რთულად დნენა , გავსრისოთ კოვზით და ჩავამატოთ ხილთან ერთად. უბრალოდ იგი უნდა გავსრისოთ სანამდე არ მივიღებთ ფხვნილს. საკმარისია 4 ტაბლეტის დამატება, გაითვალისწინეთ რომ შაქრის შემცვლელი უფრო ტკბილია ვიდრე თვით შაქარი. ზოგი ტაბლეტი შეიცავს სახარინს, რაც 300-ჯერ ტკბილია და ასევე შეიცავს ციკლამატს, რაც 30-ჯერ უფრო ტკბილია ვიდრე შაქარი.

მეოთხე ნაბიჯი:

ეს ყველაფერი ჩავასხათ ბლენდერში და კარგად ავთქვიფოთ. ესეც ასე! ჩვენი გემრიელი და დაბალკალორიული სასმელი მზად არის. ასევე შეგვიძლია სასმელში დავამატოთ წვრილად დაჭრილი მარწყვი, გამოდის ძალიან გემრიელი.

გახდით გემრიელად! 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *