როგორ გავაკეთოთ მარწყვის კრემის დესერტი?

მარწყვის დესერტი
Spread the love

ეს დესერტი მოეწონება ყველას, ვინც მარწყვის მოყვარულია. მისი უბრალო თვალდახედვაც მოგიყვანთ კარგ განწყობილებაზე, უკვე ზედმეტია საუბარი მის გემოზე. ის კეთდება მარტივად და სწრაფად, ზედმეტი ძალისხმების გარეშე.

რა დაგვჭირდება?

  • მარწყვი – 700 გრ.
  • შაქარი – 3 სადილის კოვზი (სავსე არა)
  • ნოყიერი ხაჭო – 450 გრ.
  • კრემი – 250 გრ.
  • ალუბლის ჯემი – 150-200 გრ.
  • ბლენდერი

გადავარჩიოთ მარწყვი, გავწმინდოთ ყუნწებისგან. მოვათავსოთ იგი ქაფქირში და გავრეცხოთ თბილი კრანის წყლის ქვეშ. დავტოვოთ მარწყვი ქაფქირში, სანამ არ დაიწკრიტება წყლისგან.

სანამ მარწყვი იწკრიტება წყლისგან, რომ არ დავკარგოთ დრო გთავაზობთ გავაკეთოთ ხაჭოს კრემი. ბლენდერის საშუალებით ავთქვიფოთ 450 გრამი ხაჭო, ისე რომ არ დარჩეს კოპები. რაიმე ჯამში ჩავდოთ 250 გრ. კრემი და 3 კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი ავთქვიფოთ ბლენდერის საშუალებით. შემდგომ ავურიოთ უკვე ათქვეფილ ხაჭოსთან. საბოლოოდ ეს ყველაფერი გადავასხათ პოლიეთილენის პარკში და ხაჭოს კრემიც მზად გვაქვს!

ახლა შევუდგეთ მარწყვს, დაახლოებით 550 გრამი მარწყვი დავჭრათ წვრილ კუბიკებად და დანარჩენი კი შევინახოთ დესერტის მოსართველად.

ავიღოთ რაიმე გამჭირვალე ჭიქა ან ბოკალი. შემდგომ შიგ ჩავყაროთ დაჭრილი მარწყვი (ჭიქის ძირზე, გვერდების გასწვრივ), მეორე ფენად მოვასხათ ხაჭოს კრემი, მესამე ფენად მოვასხათ ალუბლის ჯემი და შემდგომ ისევ კრემი. გავიმეოროთ ეს ყველაფერი იგივე პროპორციებით. როდესაც დავასრულებთ ყველა ფენების მორთვას, ზემოდან მოვაყაროთ დაუჭრელი მარწყვი.

მარწყვის დესერტი მოვათავსოთ მაცივარში 45 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *