როგორ მოვამზადოთ მოშუშული საქონლის ხორცი ბოსტნეულთან ერთად?

საქონლის ხორცი
Spread the love

ალბათ არ არსებობს ოჯახი რომელშიც არ ამზადებენ ამ კერძს. მინდა შემოგთავაზოთ საკუთარი რეცეპტი. გამოვა ძალიანი გემრიელი, მარგებელი და ნოყიერი.

რა დაგვჭირდება?

  • საქონლის ხორცი – 600 გრ.
  • ახალგაზრდა კარტოფილი – 5-6 ცალი (საშუალო ზომის)
  • სტაფილო – 1 ცალი
  • პომიდორი – 2 ცალი
  • ხახვი – 1 ცალი
  • ოხრახუში და კამა
  • ზეთი – 2 სადილის კოვზი
  • პილპილი
  • სუნელი ხორცისთვის
  • მარილი
  • გაფილტრული წყალი – 3 ლ.
  • დაფნის ფოთოლო – 3 ცალი

ავიღოთ ხორცი, გადავავლოთ ცივი კრანის წყალი. დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავდოთ ჯამში, შემდგომ დავამატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი (არა სავსე), ასევე ნებისმიერი სუნელი და პილპილი. ეს ყველაფერი ხელით კარგად ავურიოთ. ჯამი ჩავდოთ მაცივარში 30 წუთით.

ავიღოთ ტაფა (მაღალგვერდებიანი ან ქვაბი) და ჩავასხათ ორი სადილის კოვზი ზეთი. ჩავყაროთ ხორცი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, შემდგომ ჩავასხათ გაფილტრული წყალი, დავამატოთ სამი დაფნის ფოთოლოი. შემდგომ ხორცი უნდა ჩაიშუშოს დახურული თავსახურით, საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 45-50 წუთის განმავლობაში.

გავფრცხვნათ და გავრეცხოთ კარტოფილი, სტაფილო და ხახვი. დავჭრათ ეს ყველაფერი საშუალო ნაჭრებად და ჩავყაროთ ხორცთან. ჩავამატოთ პწკენა მარილი, პილპილი და ავურიოთ. გავრეცხოთ და გავფრცხვნათ პომიდორი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავყაროთ ჭურჭელში. ჩავფუფქოთ სანამ ბოსტნეული არ იქნება მზად. არ დაგვავიწყდეს პერიოდულიად მორევა.

ბოლოს გავრეცხოთ და დავჭრათ მწვანილი. სანამდე მზად იქნებოდეს ჩავყაროთ მწვანილი და მოვურიოთ. მირთმისას შეგვილია მივატანოთ მაიონეზი და ნივრის სოუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *