ამ რეცეპტით გემრიელ ხაჭაპურს 20 წუთში მოამზადებთ

Spread the love

საჭირო ინგრედიენტებია:

  • ფქვილი – 400 გ
  • კეფირი – 1 ჭიქა
  • სოდა – 1 ჩ/კ
  • მარილი – 1 ჩ/კ
  • ყველი – 300-400 გ
  • კამა,ოხრახუში,ქინძი
  • კარაქი

სოუსის ინგრედიენტებია:

  • მაწონი – 200 მლ
  • ნიორი – 2 კბილი
  • დაჭრილი მწვანილები – 3 ს/კ
  • მომზადების ინსტრუქცია ასეთია:
  • შეურიეთ კეფირი და სოდა, შემდეგ კი გააჩერეთ 5 წუთით. ფქვილს შეურიეთ მარილი და კეფირი, შემდეგ კი მოზილეთ ელასტიური მასის მიღებამდე. გამზადებული ცომი უნდა ამოავლოთ ფქვილში და გააჩეროთ 10 წუთი, თავზე ტილო გადაფარებული.
  • გახეხეთ ყველი და შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, გემოვნების მიხედვით მარილიც.  5 ნაწილად გაყოფილი ცომის ნაჭრები გააბრტყელედ ცალ-ცალკე ნაჭრებად და ნაჭრების გათხელების შემდეგ დაუმატეთ მათ ყველიანი შიგთავსი. მოათავსეთ ტაფაზე და კარგად დაბრაწვის შემდეგ გადაუსვით კარაქიც.
  • სოუსისთვის შეურიეთ ერთმანეთს მაწონი, დაჭრილი ნიორი და მწვანილები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *