როგორ მოვამზადოთ პელმენები?

პელმენი
Spread the love

პელმენები – ძალიან საყვარელი მსუბუქი საჭმელია ბევრი ადამიანისთვის. პელმენების მომზადება შეიძლება როგორც კარტოფილით, ასე ყველით და ხორცით. წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მისი მომზადება ყველას გაქვთ, თუმცა ზუსტ რეცეპტს ეხლა შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები ცომისთვის:

ფქვილი – 400 გრ.
კვერცხი – 2 ცალი
წყალი – 120 მლ.
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი.

შიგთავსი:

ხორცი – 400 გრ.
ხახვი – 250 გრ
ზეთი – 50 გრ
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი.
შავი წიწაკა – 0,5 ჩაის კოვზი.

ცომისათვის: დავუმატოთ ერთმანეთს 2 ცალი კვერცხი, 120 მლ წყალი და 0,5 ჩაის კოვზი მარილი. ავურიოთ ერთმანეთს კარგად და ეს გახსნილი მასა დავუმატოთ 400 გრ ფქვილს. მოზელილი ცომი ხელით კიდევ რამდენჯერმე დავამუშაოთ, რომ ერთიან ბურთად იქცეს და გავაჩეროთ 20 წუთი.

შიგთავსისათვის: 250 გრ ხახვი დავჭრათ წვრილ კუბიკებად და მოვთუშოთ 50გრ ზეთში. 400გრ მოხარშული ხორცი გავატაროთ, დავუმატოთ 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ მოთუშული ზეთი.

ცომი ისე გავაფართოვოთ, რომ მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიმეტრს. დავჭრათ წრეებად და დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი შიგთავსი. გადავახვიოთ.

2,5 მლ ადუღებულ წყალს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, 2,5 ჩაის კოვზი მარილი. შემდეგ ჩავყაროთ 35 ცალი პელმენები და როცა წყალი ისევ ადუღდება გავაჩეროთ კიდევ 3 წუთი.
გემრიელად მიირთვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *