5 რამ რაც არ უნდა გავაკეთოთ მამაკაცისთვის

Spread the love

1. დავეხმაროთ ფინანსურად

თუნდაც მამკაცი წუწუნებდეს უკმარისობაზე,  ნუ ეცდებით მის დახმარებას ფულით, ნუ ეძებთ თქვენთვის კიდევ ერთ სამსახურს, რომ რამენაირად გამოხვიდეთ არსებული მდგომარეობიდან. ეს გახდება გამოუსწორებელი შეცდომა. ამ მიზეზით ზარალდება ბევრი ქალი.

2. ძვირფასი საჩუქრების ჩუქება

დაივიწყეთ ეს! უკეთესია აჩუქოთ მამკაცს მეტი სითბო, რწმენა მასში და თქვენს თავლებში ხედავდეს მისით აღრთოვანებას! ნუ ეცდებით მამაკაცის გაკვირვებას ძვირადღირებული საჩუქრებით, ეს ურთიერთობებს გადააქცევს მომხმარებლურს.

3. უსმინოთ მის პრობლემებს და შეიცოდოთ

ზოგიერთ მამაკაცს, ძალიან მოსწონს ქალთან წუწუნი. ქალები კი ფიქრობენ, თუ მოუსმენენ და თანაუგრძნობენ – ურთიერთობები გაუმჯობესდება და გაღრმავდება. ქალების შემთხვევაში ასე ხდება! მამკაცებთან ეს არ მუშაობს. უბრალოდ, ეს მამაკაცი რეგულარულად მოგახვევთ თავს ცხოვრებისელ პრობლემებს, მოვა და ჩაგიდებთ თბილ „კალთაში“ თავს, თქვენი მხრიდან დაელოდება მოსმენას, გამხნევებას, თანაგრძნობას, თავზე ხელის გადასმას. თქვენ კი მოგეჩვენებათ, რომ ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან… თუმცა, დროის კარგად გატარება და მხიარულება მოუნდება სულ სხვა ქალთან. რა უნდა ვუთხრათ ამ დროს: «არა უშავს, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, მოერევი და მოაგვარებ  მაგ პრობლემებს».

თუ ნახავთ, რომ თქვენი მუღლე დათრგუნულია, არ არის საჭირო ფილოსოფოსობა ან ხმის ამოღების დაძალება. არ ღირს კითხვების დასმა – რა მოხდა? არ არის საჭირო ლაპარაკი, ნუ შეგეცოდებათ. შეცოდება ამცირებს და ასუსტებს მამაკაცს. მიეცით დრო. შეეშვით. ის, თვითონ მიხედავს თავის საქმეეებს. რამდენადაც მშვიდად იქნებით, მით მეტად მალე ამოხსნის პრობლემას და მით მეტად დარწმუნდება საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. მაგრამ თუ მაინც გეწუწუნებათ, გიყვებათ პრობლემებზე, მაშინ თქვენგან მხარდაჭერა მოიაზრებს კითხვების დასმას და არავითარ შემთხვევაში რჩევას. „მიმმართველი“ კითხვები უნდა იქნეს დასმული. სხვათა შორის, ამ დროს ეს კითხვები ისმება ცნობისმოყვარე გოგონას, ქვემოთ მდგომის  და არა ქოუჩის ან ჭკვიანი ქალის პოზიციიდან. კითხვები, რომელსაც დასვამთ, მიმართული უნდა იყოს პასუხებისკენ, სადაც ის, იგრძნობს მამაკაცურ სიძლერეს, შინაგან ძალას, ინტელექტს.

მაგალითად:

* საერთოდ, ვის შეუძლია ამოხსნას ეს პრობლემა?
* როგორ ფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსვლის რამე ვარიანტები თუ არსებობს?
* სერთოდ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ სიტუაციაში?

კითხვები დასვით მშვიდად და მასზე პასუხები მიანდეთ ქმარს. ასეთი ქცევით აჩვენებთ, რომ მხარს უჭერთ, მის გერდით ხართ, გჯერათ მისი და გწამთ, რომ შეძლებს გამოსავლის პოვნას. მამაკაცებს სჭირდებათ ცხოვრებისეული სირთულეები, გაკვეთილები, პრობლემები – ეს ის გზაა, სადაც შეძლებენ გადაიქცნენ ღირსეულ პიროვნებად, როგორც ნამდვილი კაცი!!!

4. რჩევების და რეკომენდაციების მიცემა

დაივიწყეთ ეს. თუნდაც მამაკაცი გეკითხებოდეთ როგორ მოიქცეს, საჭიროა ვუთხრათ: „თავად უკეთესად იცის, რა ჯობია“. რჩევის მიცემით, ნაწილ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ. მოდი დავუტოვოთ ეს უფლება მამაკაცებს, მათ ეს თვისება ძალიან სჭირდებათ.

5. გაანათლოთ ის

ვიცი ბევრი ქალი ცდილობს წააკითხოს წიგნი, ან ჩაურთოს რამე სამოტცავიო ლექცია… ხშირ შემთხევვაში, ეს იწვევს უკუშედეგს – მიუღებლობას და უარყოფას. არ ღირს მსგავსი რამეების გაკეთება. უფრო ეფქტური იქნება, თუკი თავად გახდებით ბედნიერი და მხიარული. ისწვალით ადამიანებთან ურთიერთობას. გახდებით  «იღბლიანი». აი, მაშინ კი  გარშემო ყველა შეამჩნევს თქვენში ცვლილებებს და შეგეკითხებიან რას აკეთებ ისეთს, რომ ასე ბედნიერად გამოიყურები.

თუ მეუღლე გთხოვთ ესაუბროთ მას სულიერებაზე ან რამე ცოდნა გაუზიაროთ, არ არის აუცილებელი გურუს როლის თამაში და ქადეგება. ამის მერე, რა თქმა უნდა, ის პატივს გცემთ როგორც მასწავლებელს, მაგრამ საერთოდ დაავიწყდება რომ ხართ ქალი. ამიტომაც სახეზე გამოისახეთ ლამაზი ღიმილი და უთხარით: «საყვარელო,  არ შემიძლია აგიხსნა, იმიტომ რომ მე ამაში ცოტა რამე თუ მესმის. მე მაგილითად, ეს საკითხი, აი, აქედან გავიგე და თუ გაინტერესებს შენც მოუსმინე ან წაიკითხე».

ამ სახით თქვენ არ გექნებათ ზემოდან ყურების პოზიცია და თქვენი ინტელექტით ვერ მოახდენთ ზეწოლას. ამაშია ქალის სიბრძნე. ერთმა ბრძენმა ქალმა მიამბო თავისი ისტორია: მან დაიწყო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, შეეშვა ქმარზე ზეწოლას, პრეტენზიების წაყენებას. გახდა უფრო მხიარული და თავი დაანება ქმართან ქადაგებას. ცხოვრობდა თავისთვის და ხარობდა. გამოხდა ხანი და ერთ დღესაც მეუღლის საწოლის ტუმბოზე აღმოაჩინა ძალიან მაღალი დონის სულიერების საზრდო წიგნები, რომლებიც მან თავის დროზე საკუთარი თავისთვის შეიძინა.

სინამდვილეში, მეუღლეს მხარდასაჭერი უამრავი ვარიანტი არსებობს, შეიძლება გააძილეროთ მისთვის ლოცვა, გააკეთოთ თილისმა, მისცეთ აღქმა, აკეთოთ მისი საგვარეულოს გაწმენდის პარქტიკები… მთავარია, ეს ყველაფრი აგააკეთოთ შინაგანი სიმშვიდით და სიუხვის განცდით, სწორი განწყობით.

სწორი განწყობა: «რა თქმა უნდა, ის შეძლებს და მოაგვარებს ყველფერს თვითონ. მე კი ჩემი მხრიდან დიდი სიამოვნებით განვახორციელებ ჩემს ქალურ დრაჰმას (დანიშნულებას)».

გადამრჩენელის დამანგრეველი განწყობა: «ის ჩემს გარეშე ვერ შეძლებს, ვერ დააღწევს, მხოლოდ მე შემიძლია მისი დახმარება». მსგავსი განწყობით, კაცს როგორც კი ამოიყვანთ ერთი თხრილიდან, ისევ ჩავარდება მეორეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *