როგორ მოვუაროთ ზამთარში ტუჩებსა და თმას?

Spread the love

ზამთრის ყინვა არამარტო სახის კანს, არამედ ტუჩებზეც ტოვებს კვალს, ამიტომ აუცილებელია მათი მოვლა. პირველი და უმთავრესი პრობა – სახლიდან გასვლის წინ, წაისვით კრემი ან ვაზელინი, რომელიც ტუჩებს დასკდომისგან დაიცავს.

ამის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ ტუჩისაცხი, კარგი იქნება თუ ცხიმიანს შეარჩევთ. ტუჩები სახის ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი ნაწილია, ხავერდოვანი ბაგეები ნებისმიერი ქალბატონის ღიმილს განუმეორებელ მომხიბვლელობსა და იდუმალებას მატებს.

ტუჩების კანი ყველაზე სათუთი და თხელია. ამიტომ მათ მოვლა და ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ტუჩები ადვილად სკდება და იქერცლება. ამიტომ ტუჩის სიმშრალე რომ თავიდან აიცლოთ, მიიღეთ რაც შეილება მეტი სითხე.

შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მრავალფეროვანი რაციონი შეარჩიეთ, უპირატესობა მიანჭეთ B-ის ვიტამინებით მდიდარ საკვებს. ტუჩებს ძალიან ,,უყვართ” ყველი და სხვა რძის ნაწარმი, კვერცხის გული ქათმის ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ქორფა მწვანილი.

ამას გარდა შეეცადეთ ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული პომადა და ტუჩის საცხი გამოიყენოთ.

თუ გსურთ, თმამ ბზინვარება არ დაკარგოს, დაიცავით რამდენიმე ოქროს წესი:

1.გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და ბალზამი;

2.სირფრთხილე გამოიჩინეთ ფენთან. აუცილებელია ფენით თმა ნახევარი მეტრიდან გაიშროთ. ფენი თმას არ დაადოთ, იგი გამოაშრობს თმის ძირებს და მას ბზინვარებას დაუკარგავს.

კვირაში ერთხელ მაინც თმის ნიღაბი გაიკეთეთ. გთავაზობთ ნიღაბს, რომელიც შეუნარჩუნებს თმას სიჯანსაღეს: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი შამპუნი და ერთი სფურის კოვზი ჟელატინის ფხვნილი, მასა კარგად აურიეთ და დაიდეთ თმაზე. გაიჩერეთ 5/10 წუთი.

ამ ნიღბის გამოყენებით თმა ხშირი დ მბზინვი გახდება. დაბანის შემდეგ სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება, რადგან ამ დროს თმა დარბილებულია
და ადვილად წყდება. თუ მოკლე თმა გაქვთ, ძირიდან დაიწყეთ თმის გაშრობა და ერთდროულად დავარცხნა, ხოლო თუ გრძელი თმა გაქვთ ბოლოებიდან დაიწყეთ დავარცხნა, ნელ-ნელა გადადით ძირებისკენ. ამით თმას ცვენისაგან დაიცავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *