ადამიანების უმეტესობა დროის დიდ ნაწილს მჯდომარე პოზაში ატარებს. ეს დიდწილად ჩვენი შეცდომა არაა, უბრალოდ თანამედროვე სამყარო ასეთია. მჯდომარე ცხოვების წესი ჩვენს ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს. მჯდომარე პოზაში 1 წელით მუშაობის შემდეგ იგრძნობთ, რომ ზურგის ტკივილი გაწუხებთ, ხოლო მაშველი წრე შესამჩნევი გახდა. თუ არაფერს გააკეთებთ, ეს ნამდვილ პრობლემად გადაიქცევა.
სწორედ ამიტომ „მედიუმი“ გირჩევთ ერთი მარტივი ვარჯიში აითვისოთ, რომელიც სამ პრობლემას გაუმკლავდება: ზურგის და წელის ტკივილი, ასევე მაშველი წრის პრობლემები.
ვარჯიში მუცლისა და წელისთვის
ფიზიკური აქტივობის გარეშე ჩვენი ორგანიზმი ნაკლებად მოძრავი ხდება და ზედმეტი ცხიმი დაგროვებას იწყებს. ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. სწორედ ამიტომ, მსუბუქი ვარჯიში მაინც უნდა შეასრულოთ. ამის შესახებ არ დაგავიწყდეთ!
დღეს გახდომის იაპონელი სპეციალისტის, ტამაიოს (Tamayo) მიერ გაზიარებულ მარტივ ვარჯიშს გთავაზობთ. ვარჯიში არა მხოლოდ მუცლის და ზურგის კუნთებს ჭიმავს, არამედ მათ აძლიერებს. ამასთან, ვარჯიში დუნდულების შიდა, ზედა ნაწილზე აქტიურად მოქმედებს. სასწაულია და არა ვარჯიში!
ქვემოთ მოცემულია ვიდეო, სადაც ტამაიო წვრილი წელის მისაღებად ვარჯიშის შესრულებას გიჩვენებთ. ვარჯიშის შესრულებამდე სასურველია ოდნავ გახურდეთ, რომ კუნთების დაზიანება არ გამოიწვიოთ. მცირე გახურების შემდეგ ვარჯიშის შესრულება გაცილებით მარტივია.
საწყისი პოზიცია მდგომარე, ფეხები ფართოდ გაშლილი, თითის წვერები შიგნით შეწეული. თითის წვერები და მუხლები ერთი მიმართულებით უნდა იყურებოდნენ. ფეხები მუხლებში მოხარეთ, წონასწორობის დასაცავად ხელები დუნდულებზე დაიდეთ. ახლა ვარჯიშის შესრულებას შეუდექით. ჯერ წინ დაიხარეთ, შემდეგ მარჯვენა მხარი მარცხნივ და შიგნით მოაბრუნეთ. ამასთან მარცხენა მხარი უკან გასწიეთ.
თქვენ დუნდულების, წელის და ზურგის კუნთების დაჭიმვა უნდა იგრძნოთ. ამ მდგომარეობაში 3 წამით გაჩერდით, შემდეგ საწყის პოზას დაუბრუნდით. მსგავსი პროცედურა მეორე მხარეს შეასრულეთ. მოძრაობა ნელა და ფრთხილად უნდა შეასრულოთ, ყველა კუნთის დაჭიმვა უნდა იგრძნოთ. ვარჯიში 2 წრე, 10-ჯერ შეასრულეთ.
ვარჯიშის რეგულარული შესრულების შემთხვევაში რამდენიმე კვირაში შეამჩნევთ, რომ წელის ცხიმი შემცირდა, ხოლო ზურგი და წელი უფრო მოძრავი გახდა, ტკივილი კი შემცირდა. მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის შეუცვლელი ვარჯიშია.
ესეც ვიდეო, სადაც ნახავთ, თუ როგორ უნდა შეასრულოთ ვარჯიში სწორად.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.