სასარგებლო დესერტი ზამთრის სეზონისთვის – ფორთოხალი ალუბლის სიროფში

ფორთოლის მურაბა
Spread the love

მასალა:
• 3 ცალი დიდი ზომის ვარდისფერი გრეიფრუტი
• 0,5 ჩ/ჭ შაქარი
• 2-3 ს/კ ალუბლის წვენი

მომზადების წესი:
გავფცქვნათ გრეიფრუტი, მოვაშოროთ თეთრი კანი. სათითაოდ მოვაშოროთ ლებნებს აპკი და დავტოვოთ ჯამზე რომ დაიწუროს.
ჩავყაროთ ქვაბში შაქარი, დავასხათ გასუფთავებული გრეიფრუტიდან დაწურული წვენი და ავადუღოთ. თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაცივოთ და დავამატოთ ალუბლის კომპოტის წვენი. დავასხათ გასუფთავებულ გრეიფრუტის ლებნებს. გავაჩეროთ 1-2 სთ. სუფრაზე მივიტანოთ ცივი, პატარა ფიალებით.

ეს იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად თავის შეწუხება არ გიყვართ. მაგრამ თუ ხელმარჯვე ბრძანდებით და საჭირო ხელსაწყოებიც (მაგ.: დანების ნაკრები ხილისა და ბოსტნეულისათვის) ხელთა გაქვთ, შეგიძლიათ ეს დესარტი ნამდვილ შედევრად გადააქციოთ. ამ შემთხვევაში მთელ ფორთოხლებს მხოლოდ ზემოთა ნაწილი მოაჭერით (ქუდები), შემდეგ გული ნაწილ-ნაწილ ამოაჭერით ისე, რომ ფორთოხლის გარეკანი არ დააზიანოთ და მშვენიერ ჭურჭლებს მიიღებთ თქვენი დესარტისათვის. ამოჭრილი გულები ისევე მოამზადეთ, როგორც უკვე მოგახსენეთ და ისევ ფორთოხლის ჭურჭლებში დააბრუნეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ეს დესერტი, დიდ აღტაცებას გამოიწვევს თქვენს სუფრაზე. ფორთოხლის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ გრეიფრუტიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *