ცომისთვის აუცილებელია:
1 ჭიქა ფქვილი, 50 გრ შავი შოკოლადი
0.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 4 კვერცხი
2 ს/კ კარტოფილის სახამებელი
ვანილი, 0.5 ჩ/კ სოდა
კრემისთვის:
1 ს/კ კარტოფილის სახამებელი
0.5 კგ ალუბალი კურკების გარეშე
8 ს/კ არაყი, 1 ჭიქა შაქრის პუდრი
1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
1 ს/კ ჟელატინი, 500 გრ ნაღები
მოსართავად:
100 გრ ნაღები, ალუბალი
100 გრ გახეხილი შოკოლადი
ცომის მოსამზადებლად კვერცხის გული გავაცალკევოთ ცილისგან, გული შაქრის ფხვნილთან ერთად ავთქვიფოთ. დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი, ფქვილი, სახამებელი, ვანილი და სოდა, ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმატოთ ცალკე ათქვეფილი ცილა და კარგად ავურიოთ. ღრმა ტაფას ერბო წავუსვათ და მიღებული ცომი შიგ ჩავასხათ. საჭირო არ არის ტაფის გვერდებზე ერბოს წასმა, თორემ ტორტის გვერდები არ ამაღლდება. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აეროღუმელში 30 წუთი. გაგრილების შემდეგ გავყოთ 3 ფენად.
კრემის მოსამზადებლად რამდენიმე ალუბალი ავარჩიოთ გაფორმებისთვის, დანარჩენი კი თასში ჩავყაროთ, შაქრის ფხვნილი დავუმატოთ, რომ წვენი გამოუვიდეს. შემდეგ დავუმატოთ არაყი, წვენით გახსნილი სახამებელი და ავადუღოთ. გადავდგათ ცეცხლიდან და წვენი გადავწუროთ. ჟელატინი წინასწარ დავალბოთ რამდენიმე კოვზ თბილ წყალში და დავტოვოთ, რომ დაჯირჯვლდეს. მოხარშული ალუბლის წვენიდან 5 ს/კ დავასხათ ათქვეფილ ნაღებს, დავუმატოთ შაქრის პუდრა და კარაგდ ავთქვიფოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ ჟელატინი. მიღებული მასა გავაციოთ, სანამ გასქელდება. მისართმევ ჭურჭელზე დავდოთ პირველი ფენა, ზემოდან დავაწყოთ ალუბლის ნახევარი და კრემი წავუსვათ. დავადოთ მეორე ფენა, დანარჩენი ალუბალი დავაწყოთ და კვლავ კრემი წავუსვათ.ტორტს მთლიანად წავუსვათ ათქვეფილი ნაღები, მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით და ალუბლით. ახლა დავუძახოთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს და გემრიელად მივირთვათ…