ალბათ ყველამ ვიცით შვრიის ფაფის სუპერ ძალა, მაგრამ არც ისე ყველას უყვარს იგი და მითუმეტეს მისი მირთმევა კვირაში ერთხელ მაინც. არადა შვრია შეიცავს ანტიოკციდანტებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს, ვიტამინებს, ბოჭკოებს, რაც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. წარმოგიდგენთ ძალიან მარტივ და საინტერესო გრანოლას დამზადების რეცეპტს. გრანოლა ეს არის ხრაშუნამდე გამომცხვარი შვრია, თავლთან ან სიროფთან, კაკალთან და ჩირთან ერთად.
რა დაგვჭირდება?
- მსხვილი შვრია
- ნიგოზი
- თაფლი ან სიროფი
- ჩირი
- მზესუმზირა
- ქოქოსის ნათალი
გრანოლა იმით არის კარგი, რომ მისი შემცველი ნებისმიერი ინგრედიენტი შეგიძლიათ შეარჩიოთ საკუთარი გემოვნებით. გამოვიყენოთ 200 გრამი შვრია, 3 სადილის კოვზი დაპობილი ნიგოზი (გამხმარი ნუში, ფუნდუკი(ტყის თხილი), არახისი, ან ყველაფერი ერთად), 3 სადილის კოვზი გაფრცხვნილი მზესუმზირა, 40-50 გრამი ჩირი (შავქლიავი, გარგარის ჩირი), 3 სადილის კოვზი ქოქოსის ნათალი, 6 სადილის კოვზი თაფლი ან სიროფი და ცოტაოდენი დამდნარი კარაქი. ფინჯანში ავურიოთ შვრია, მზესუმზირა, ქოქოსის ნათალი და ნიგოზი. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, შემდგომ ჩავყაროთ ეს ყველაფერი და მოვასხათ თაფლით ან სიროფით.
გამოვაცხოთ 150 გრაფუსზე, 15 წუთის განმავლობაში, იშვიათად მოვურიოთ. 15 წუთის შემდგომ დავამატოთ ჩირი, ფრთხილად მოვურიოთ და დავტოვოთ კიდევ 10 წუთით. დროის გასვლის შემდგომ ამოვიღოთ, გავაციოთ და შეგვიძლია მივირთვათ.
დაბრაწვის დონე შეგვიძლია ავირჩიოთ ინდივიდუალურად, ვინაიდან გრანოლა მზადება იმ პროდუქტებისგან, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დამზადების გარეშე. დავიმახსოვროთ რომ ჩირი შეიძლება დაიწვეს და ამიტომაც მას ამატებენ ბოლოს. გრანოლას ბატონები კარგია წასახემსად სამსახურში ან ბავშვისთვის სკოლაში.