როგორ მივუდგეთ მოზარდებს?

მოზარდი
Spread the love

ჩვენს დროში გავრცელებული და სხვადასხვა პრობლემებთან ასოცირებული თემაა მოზარდი, ჩვენ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით შევეცდებით განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, საკითხები, რომლებიც უბრალოდ აუცილებელია ყველა მშობელმა იცოდეს და შემდგომ გამოიყენოს უკვე პრაქტიკაში.

პირველი საკითხი, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ ეს არის მშობლის დამოკიდებულება შვილისადმი გარდატეხის ასაკში. აქ ჩვენ შეგვიძლიათ გამოვყოთ მშობლების ორი კატეგორია:

  • მშობლები, რომლებიც საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას შვილისთვის ამ რთულ პერიოდზე;
  • მშობლები, რომლებიც, პირიქით, იმ დონეზე უღრმავდებიან ამ პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებს, რომ რიგ შემთხვევებში ამან შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

პირდაპირ გეტყვით ეს ორივე დამოკიდებულება უდიდესი შეცდომაა, შეცდომა, რომელიც მომავალში აუცლებლად იჩენს თავს და ხშირ შემთხვევაში თვითონ მშობელს მიუბრუნდება ისე, როგორც ბუმერანგი.

ამბობენ “სადაც პრობლემაა იქ გამოსავალიც აუცილებლად იქნებაო, მთავარია სწორად იპოვო”. ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი ე.წ. “ოქროს შუალედი” საუკეთესო გამოსავალი ყველა ვითარებაში.

ახლა განვიხილოთ რაში მდგომარეობს ეს შუალედი – ეს არის პოზიცია, რომლის დროსაც მშობელი ზუსტად აცნობიერებს თავისი შვილის ბრჭყალებში, რომ ვთქვათ “მძიმე პერიოდს”, ამის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიხატოს ეს გადაჭარბებული დოზით, რადგან ასეთ ვითარებაში ბავშვს უჩნდება განსხვავებულობის კომპლექსი და ამას შემდგომში უკვე ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ბავშვის ფსიქიკა.

მე ვთვლლი, რომ ამ სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით შევძელით განგვეხილა ყველაზე პრობლემატური და მნიშვნელოვანი საკითხი “მშობლის დამოკიდებულება შვილისადმი გარდატეხის ასაკში ამასთან დაკავშირებული პრობლემები და გადაჭრის გზები”.

სტატიის დასასრულს მინდა ყველა მშობელს მივცე რჩევა, რომელიც აუცილებლად გამოადგება. ბავშვს ნებისმიერ ასაკში უნდა მიეცეს თავისუფლება ის იქნება 5-ის თუ 15-ის, ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. უნდა იყოს მუდმივი დისკუსია მშობელს და შვილს შორის ჯერ კიდე ძალიან პატარა ასაკიდან, რათა შვილს მშობლის მიმართ ნდობა განუვითარდეს.

ასეთი ქცევა არის ნიადაგი იმისა, რომ შემდგომში აუცილებლად ჯანმრთელი და სრულყოფილი ნაყოფი ამოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *