როგორ ვიპოვოთ ცხოვრების არსი

Spread the love

ამ სტატიის წაკითხვას ვურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც განიცადეს მარცხი ცხოვრების დასაწყისში და თვლიან რომ ვეღარაფერს მიაღწევენ. ნუ დაყრით ფარ-ხმალს და გირჩევთ წაიკითხოთ ეს მცირე რჩევები, თუმცა კი ასეთი ვითარებისათვის უამრავი კარგი წიგნია დაწერილი.

დარწმუნებული ვარ ყველა დაფიქრებულა ან ახლაც ფიქრობს ხოლმე, თუ რატომ არის მოვლენილი ამ ცხოვრებაში და რას უნდა მიაღწიოს. განსაკუთრებით ახალგაზრებს აწუხებთ ხოლმე ამგვარი კითხვები. ეს სრულიად ბუნებრივი კითხვებია და სიხარულით უნდა მივიღოთ ისინი.

ხშირად ცხოვრება ჩერდება, როდესაც ახლობელი გარდაგვეცვლება ან განვიცდით პირდად დაცემას. ამ დროს ადამიანს მოიცავს ხოლმე ბოროტება, ყველაფერს სხვას აბრალებს და ცხოვრებაც კი აღარ უნდა. მართალია, ასეთ დროს თავის შეკავება რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება გრძელდება და წარსულს ვეღარ შევცვლით. შეხედეც ცოვრებას სხვა თვალით, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

ასეთი მდგომარეობები კი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ. უკეთ გავაცნობიეროთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ადამიანი, ან საქმე ჩვენთვის და მეტი ყურადღება და სითბო გამოვავლინოთ სხვების მიმართ. ჩვენს ირგვლივ უამრავი კარგი რამ ხდება, თუმცა მათ არსსა და მნიშვნელობას მაშინ ვხვდებით, როდესაც რაიმეს ან ვინმეს ვკარგავთ.

ალბათ ყველას მოგისმენიათ ბაბუის (პაპის) ან ბებიის საუბრები, როგორ მისტირიან ახალგაზრდობას, ან ამგვარი სიტყვები “მე რომ ეს მქონდეს,” “ნეტა ასე ვცხოვრობდე” და ა.შ. ყველას ავიწყდება, რომ ბედნიერება არ განიცდება არც წარსულით და არც მომავლით, იგი აწმყოში უნდა განიცადო. ამიტომ დავაფასოთ ის რაც გვაქვს, ნუ დავყრით ფარ-ხმალს. როგორც ვისწავლით სამყაროს ხედვას, ჩვენი ცხოვრებაც ისე იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *