როგორ შევარჩიოთ თმის საღებავი?

საღებავი
Spread the love

ადამიანები ხშირად იცვლიან თმის ფერს სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგს არ მოსწონს თავისი ფერი, ზოგს სტილის შეცვლა სურს, ზოგი კი ახალი ფერით ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა ან მოსალოდნელია უახლოეს მომავალში.

სწორედ შერჩეულმა ფერმა შეიძლება გამოკვეთოს თქვენი თვალები და გაათანაბროს თქვენი კანის ფერი, მაგრამ სრულიად შესაძლოა პირიქითაც მოხდეს – ახალმა ფერმა ათობით წელი მოგიმატოთ და გამოკვეთოს ყოველი თქვენი ნაოჭი ან კანის დეფექტი. ეს სტატია დაგეხმარებათ თმის ფერის სწორად შერჩევაში.

ფერის შერჩევისას საჭიროა გარეგნობის განსაკუთრებულობების გათვალისწინება, როგორებიცაა: თმის ნატურალური ფერი, თვალის ფერი, კანის ელფერი და სხვა. მაგალითად თბილი ფერები სახეს ბუნებრივ სიწითლეს ჰმატებს, ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივად მოწითალო ლოყები აქვთ, აჯობებს ცივი ფერების შერჩევა, მაგალითად ”შამპანიურის”,”ქვიშის” ან ”მონაცრისფრო” ქერა. თუკი ხშირად წითლდებით ან მიდრეკილება გაქვთ სახეზე ალერგიული რეაქციის გამომჟღავნებისადმი თავი აარიდეთ წითელ ფერს. თვალის ფერიც არ გამოგრჩეთ. თბილი ფერის (ჟღალი, მოოქროსფრო, მოწითალო) თმები უხდებათ მწვანე ან ყავისფერი თვალისფერის მქონე ადამიანებს, ცივი ქერა ელფერები კი ფერმკრთალი კანისა და ლურჯი ან მონაცრისფრო თვალისფერის მქონე ადამიანებს.

ასევე ერთ-ერთი ფერის შესარჩევი საშუალებაა თქვენი კოლორიტის გამოცნობა, ვინ ხართ გარეგნულად, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *