ექვსი ჩვევა ბედნიერებისათვის

Spread the love

ბედნიერება ყველას უნდა მათ შორის მეც და თქვენც. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ სტატიის წაკითხვას აპირებთ უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს. მე ყურადღებას გავამახვილებ იმ ჩვევებზე, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ უკეთ შეძლოთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და გახდეთ სასიამოვნო პიროვნებები. ეს ჩვევები პრაქტიკაში ძალიან ადვილი გასატარებელია, ამიტომ გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ – მათ დროის გამოცდას გაუძლეს.

შეხედე სამყაროს კითხვების თვალით

როგორ ფიქრობთ რომელ სიტყვას იყენებთ ყველაზე ხშირად? უცნაური კითხვაა არა? იქნებ ცოტა უაზროც? გაგიკვირდებათ და ეს სიტყვა არის – მე.  ამერიკაში ჩატარდა სატელეფონო კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაედგინა თუ რა სიტყვას იყენებენ ადამიანები ყველაზე ხშირად და სიტყვა „მე“  კვლევის უპირობო ლიდერი აღმოჩნდა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ  მისი გამოყენება ცუდია, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ რომ ადამიანებს მოსწონთ საკუთარ თავზე ლაპარაკი, ამიტომ თუ გვინდა გავხდეთ საინტერესო მოსაუბრეები შევცვალოთ სიტყვა მე  და მის ნაცვლად გამოვიყენოთ – შენ.  ვიმედოვნებ, მიხვდით რაზეც გავაკეთე მინიშნება.

ასევე, ყველა ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მას რჩევას ეკითხებიან ან გამოცდილების გაზიარებას სთხოვენ.

კომპლიმენტები და შენიშვნები

ნუ მოგერიდებათ გაიმეტოთ ადამიანებისთვის კომპლიმენტები ან მისცეთ შენიშვნები, თუმცა ისინი არ უნდა ატარებდნენ ზედაპირულ ხასიათს, განსაკუთრებით კი შენიშვნები. სთხოვეთ მეგობრებს მოგცეთ შენიშვნები, ასეთი სახის ურთიერთობები ბევრად აახლოვებს ადამიანებს.

დააფასეთ ადამიანები

ადამიანის დაფასება ბევრნაირად შეიძლება, თუმცა მინდა კონკრეტულად ვირტუალურ ურთიერთობებს შევეხო. დღეს ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მანძილის მიუხედავად, დავეხმაროთ ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა იცნობთ თუ არა მათ,  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ სხვა ყველაფერთან ერთად ვსწავლობთ ადამიანთა დაფასებას. ასწავლო სხვას – ეს ადამიანის ერთ-ერთი მოთხოვნილებაა, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს და ამით თქვენ ნამდვილად იგრძნობთ ბედნიერებას.

ხშირად გაიღიმეთ

ვიცი რომ ეს  ბევრჯერ გსმენიათ, თუმცა რომ იცოდეთ ეს რამდენად მნიშვნელოვანია, ალბათ  ღიმილს არასოდეს მოიშორებდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის ის, რომ თქვენგან მოდის დადებითი მუხტი, რომელიც ყველას გადაეცემა. წარმოიდგინეთ ტელეფონზე საუბირისას გაღიმება თქვენს მოსაუბრესაც კი  დადებით განწყობაზე აყენებს. ასე რომ გაიღიმეთ ხშირად და გააბედნიერეთ როგორც საკუთარი თავი, ისე ირგვლივ მყოფები.

შეწყვიტეთ საკუთარი თავის ძებნა

ცოტა  უცნაური მოწოდებაა, თუმცა მინდა გითხრათ რომ ადამიანთა უმეტესობა ხშირად თვითგანვითარების  არასწორ გზას მიუყვება. იკეტებიან საკუთარ თავში და ცდილობენ დამალონ საკუთარი ნაკლოვანებები ან მიდრეკილებები, ამასთან ცდილობენ დამოუკიდებლად  ჩამოიყალიბონ თავი, ისე რომ საზოგადოებამ შეაქოს. ავიწყდებათ რა რომ ადამიანს საზოგადოება და გარემო აყალიბებს. გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი წინა პოსტი. საკუთარი  ინტერესების აღმოსაჩენად.

საზოგადოების გავლენა ადამიანებზე

ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების სწორად შერჩევა, როგორც ზემოთ აღვნიშნე გარემო ჩვენს პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. ამიტომ, ნუ ეცდებით მეგობრების შეძენას მხოლოდ იმ მიზნით რომ უბრალოდ იმეგობრო – უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *